რომელი გზით ჩაიტანს სომხეთი შეძენილ რუსულ იარაღს თავის ტერიტორიაზე…?

лªÉçÕÕƬ£¬±±¾©£¬2009Äê10ÔÂ1ÈÕ Ê׶¼¸÷½çÇì×£ÖлªÈËÃñ¹²ºÍ¹ú³ÉÁ¢60ÖÜÄê´ó»áÔÚ±±¾©¾ÙÐÐ 10ÔÂ1ÈÕ£¬Ê׶¼¸÷½çÇì×£ÖлªÈËÃñ¹²ºÍ¹ú³ÉÁ¢60ÖÜÄê´ó»áÔÚ±±¾©Ìì°²ÃŹ㳡¡ÖؾÙÐС£ÕâÊÇÔ¶³Ì»ð¼ýÅÚ·½¶ÓÔÚ³¤°²½ÖÉÏÐнø¡£ лªÉç¼ÇÕß ÀîÓÂÉã

სომხური გაზეთ ,,აიაკაკან ჟამანაკი,,-ს ცნობით, სომხეთის მიერ რუსეთში, ამავე ქვეყნის მიერ გამოყოფილი 200. მილიონ დოლარიანი კრედიტით შეძენილი რუსული იარაღი, მალე სომხეთში ჩავა…

საუბარია ძირითადად საზენიტო-სარაკეტო კომპლექს ,,ისკანდერებზე,, და ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებზე ,,სმერჩი,, რომელთა ტრანსპორტირებასაც სომხური გამოცემის თანახმად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის  შემდეგ, საქართველო  თავისი ტერიტორიის გავლით ალბათ არ დაუშვებს… რის გამოც რუსეთიდან ამ იარაღის  სომხეთში შემოტანა ძალიან გრძელი სახმელეთო გზით მოუწევთ…

სომხური გაზეთის ინფორმაციით, იარაღი ჯერ რუსეთიდან ყაზახეთში უნდა გადაიტანონ, ყაზახეთიდან-ირანში და ირანიდან-სომხეთში.

,,სომხეთის სამთავრობო წრეებში აცხადებენ, რომ თბილისში ვიზიტად მყოფმა პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა  საქართველოს ხელისუფლებასთან ამ იარაღის ტრანსპორტირების საკითხი წამოჭრა,, აცხადებს ,,აიკაკან ჟამანაკი,, თუმცა რა პასუხი გასცეს სარგსიანს საქართველოს მთავრობიდან, გამოცემა არ აკონკრეტებს.

www.timer.ge

 

 

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: “ხელისუფლება თითქოსდა ვერ იგებს, რას ვითხოვთ და მხოლოდ ზოგადი ფრაზებით გვესაუბრება”
შემდეგი სტატიაქუთაისში კოკისპირული წვიმების შედეგად ქუჩები დაიტბორა+ფოტო