რომან გოცირიძის აზრით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებაზე გადაწყვეტილება სუს-მა კი არა, სხვა პირმა მიიღო

„აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცება შეუძლებელია, მხოლოდ ერთი, ან ორივე ძალოვანი სამინისტროს (სუსი, შსს) მიერ მომხდარიყო,“ – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს. მისივე აზრით, ამის გაკეთებაზე საბოლოო ნებართვას კიდევ უფრო მაღალი გადაწყვეტილების მიმღები პირები სჭირდება.
„ის, თუ როგორ ანადგურებენ თურქი ინვესტორების მიერ დაფუძნებულ ქართულენოვან სკოლებს( ყველა დაყადაღებულია და ხელოვნურად მილიონობით ლარის ჯარიმა აქვს დაკისრებული), როგორ ცდილობენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დახურვას (მთელი ქონება ასევე დაყადაღებულია და მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმეს გამოგონილი საბაბით), ის, თუ როგორ დააკავეს დემირელის კოლეჯის მასწავლებელი ხელისუფლების შეკვეთით და მორიგი სამარცხვინო მოსამართლის, ვინმე გიორგი კერატაშვილის ხელით პატიმრობა შეუფარდეს, იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ საქართველოს ჰყავს უღირსი და საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვის უნარმოკლებული ხელისუფლება. ცალკეული თანამდებობის პირების ქმედებები არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამაზე ადრე თუ გვიან მოუწევთ პასუხისგება,“ – აცხადებს საპარლამენტო ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიპლებისციტის ჩატარების მოთხოვნით “ევროპულმა საქართველომ” 100 ათასი ხელმოწერა შეაგროვა
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი : ხელისუფლებას პასუხის გაცემა მოუწევს საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რა დაემართა აზერბაიჯანელ ჟურნალისტს