რომან გოცირიძე:2016 წელს ერთი მილიარდი დოლარით შემცირდება ექსპორტი

gociridze

gociridzeეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალურ მონაცემებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ რეალურად ქვეყანაში სამუშაო ადგილები შემცირდა.

რომან გოცირიძემ გადაცემა “არჩევანში” ის სამი მიზეზი დაასახელა, რაც დღეს ქვეყანაში დასაქმებულთა შემცირების მიზეზია.

მისი თქმით, 2016 წლის ბოლოს ექსპორტის მოცულობა 2013 წელთან შედარებით დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარით ნაკლები იქნება,რაც სამუშაო ადგილების შემცირებას ავტომატურად ნიშნავს. ასევე, შემცირებულია იმპორტიც. მისი თქმით, უმუშევრობას ხელი ლარის გაუფასურებამაც შეუწყო.

„შეუძლებელია, ასეთი მაჩვენებლებით ზრდის მიმართულებით წავიდეთ. ლარის გაუფასურებით უამრავი სამუშაო ადგილები შემცირდა საშუალო და მცირე ბიზნესში. ეს არის იმ ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რასაც დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს,“ – აცხადებს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიკერიმ სირიაში ახალი სამშვიდობო შეთახმება დააანონსა
შემდეგი სტატიავინ არის ის ე.წ კანონიერი ქურდი, რომელიც ქურდულ გარჩევებს ატარებს ზუგდიდში