რომან გოცირიძე სებ-ს სავალუტო ჯიხერებზე დაწესებულ ახალ რეგულაციებს „რეალური პრობლემების მიჩქმალვას“ უწოდებს

gociridze„ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ჯიხურებისთვის წაყენებული მოთხოვნები არსებითად არაფერს ცვლის და მხოლოდ ზედმეტი პროცედურები და ხარჯებია,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ლარის გსუფასურების დროს ასეთი არაფრისმომცემი გადაწყვეტილების მიღება, ნებით თუ უნებლიედ, სავალუტო პუნქტების განტევების ვაცად გამოყვანას და რეალური პრობლემების მიჩქმალვას ემსახურება.
ამასთან, სებ-ის სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი ფინანსურის სტაბილურობის უზრუნველყოფაში ყურადღებას სავალუტო ჯიხურების უდიდეს როლსა და ბანკებთან კონკურენციით ჯანსაღი საბაზრო კურსის ფორმირებაზე ამახვილებს.
„თუ იმასაც მივიღებთ მხედველობაში, რომ ბლუმბერგზე, ბანკთაშორის ბირჟაზე კურსს ორიოდე ბანკი განსაზღვრავს, ბირჟის გარე ვაჭრობა არასაბაზრო კურსის ფორმირების ერთ-ერთი შემაკავებელი მექნიზმია,“ – ამბობს გოცირიძე, რომელიც სებ-ის მიერ ჯიხურებისთვის დამატებითი ვალდებულების დაკისრების საფუძველს ვერ ხედავს და აღნიშნავს, რომ 1-2 ჯიხურში საკომისიოს დაწესების ერთეული შემთხვევა არ უნდა გამხდარიყოს სებ-ის გადაწყვეტილების მიზეზი.
„ეს საქმის კეთების იმიტაციაა ლარის გაუფაურების პირობებში. არსებითად არაფერის იცვლება, მაგრამ ვალუტის ჯიხური გამოყვანილია დამნაშავედ და მასზე გადადის მოსახლეობის გულისწყრომა პუნქტების ტაბლოზე არასასიამოვნო ინფორმაციის გამო და არა ქვეყნის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შემოქმედებზე“, – წერს რომან გოცირიძე და სებ-ის გადაწყვეტილებას „ვარდების რევოლუციის“ შემდგომი რეფორმების საწინააღმდეგო ნაბიჯად აფასებს.
„სწორედ დერეგულიერებას ემსახურებოდა ჯიხურების ლიცენზირების, დამატებითი ნებართვების და მოთხოვნების გაუქმება (მინიმალური ფართი). ამის შედეგია სავალუტო პუნქტების გამართული სახით ჩამოყალიბება, ამიტომაა რეგულაცია უკუშედეგების მაპროვოცირებელი,“ – წერს გოცორიძე.
შეგახსენებთ: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) სავალუტო ჯიხურების რეგულირების ახალი წესები დაამტკიცა. ცვლილებები სავალუტო ჯიხურებს ვალუტის კურსებისა და მომსახურების საკომისიოების გამოქვეყნების ერთიან სტანდარტს უდგენს. ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მელაშვილი აღწერს მანიპულაციებს, რომლითაც ზოგიერთ ჯიხურს მომხმარებლები შეცდომაში შეყავს. ძირითადად, ეს ყიდვა-გაყიდვის დამაბნეველი ტექტი და ჯიხურის საკომისიოს შესახებ ინფორმაციის არასრულად გამოქვეყნებაა.
ცვლილებით შემოდის ახალი ცნება – ეს “საყურადღებო კურსია”. იმ შემთხვევაში, თუ სავალუტო ჯიხურის მიერ დაწესებულ ყიდვა/გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა 3%-ზე მაღალია, ეს ჯიხურმა მომხმარებელს უნდა აცნობოს.
ეროვნული ბანკის განცხადება
ბოლო პერიოდში, ზოგიერთი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მხრიდან გახშირდა გაცვლითი კურსების მაჩვენებლებით მანიპულირების გზით მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის ფაქტები. ასეთი ფაქტების აღკვეთისა და მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, “ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესში” მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, განისაზღვრა საყურადღებო კურსის ცნება და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვალდებულება მომხმარებლისათვის კურსისა და საკომისიოს თაობაზე ინფორმაციის მიწოდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმით.
ცვლილების მიხედვით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის გაცვლის კურსის, მომსახურების საკომისიოს და საყურადღებო კურსის (ასეთების არსებობის შემთხვევაში) შესახებ. საყურადღებო კურსი – ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ განსაზღვრული კურსია, რა დროსაც ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა 3%-ს აღემატება.
ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს მომსახურების საკომისიოს და საყურადღებო კურსის შესახებ კლიენტისათვის თვალსაჩინო ადგილას (სალაროსთან და ვალუტის ყიდვა-გაყიდვის დაფაზე) განთავსება, ყიდვა-გაყიდვის კურსის ამსახველი ანალოგიური შრიფტის ზომით. აღნიშნული წესის მიხედვით, ვალუტის ყიდვისა და ვალუტის გაყიდვის კურსების ამსახველი დაფა უნდა გაფორმდეს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნებისა და თანმიმდევრობის დაცვით.
წესში დაზუსტდა ქვითრის გაფორმების საკითხები. ამიერიდან, პუნქტი ვალდებული იქნება მომხმარებელს ხელი მოაწერინოს ვალუტის გადაცვლის ოპერაციის ქვითარზე, რაც მომხმარებელს დამატებით საშუალებას მისცემს კიდევ ერთხელ გაეცნოს მის მიერ განხორციელებული გადაცვლის ოპერაციის პირობებს.
აღსანიშნავია, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მხრიდან მომხმარებელთა ინფორმირების ვალდებულების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, პუნქტის მფლობელს რეგისტრაციის გაუქმებიდან შემდეგი 2 წლის განმავლობაში არ ექნება უფლება ეროვნულ ბანკს ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს. ამასთანავე, ამ პერიოდის განმავლობაში აღნიშნული პირი არ იქნება უფლებამოსილი იყოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის პარტნიორი/აქციონერი, მართველობითი ორგანოს წევრი ან/და დირექტორი.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი- საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა მშვიდობიან და მოწესრიგებულ გარემოში
შემდეგი სტატიაბრიუსელში შეიარაღებულმა მამაკაცმა სუპერმარკეტში 15 მძევალი აიყვანა