რომან გოცირიძე საქართველოს ხელისუფლებისა და ყაზტრანსგაზთან ფარულ გარიგებაზე ინფორმაციას ავრცელებს

„ყაზტრანსგაზი“ საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის და 180 მილიონი დოლარს ითხოვს. ეჭვი მაქვს, რომ ეს ხელისუფლებაში ვიღაცებთან არის შეთანხმებული,“ – ამის შესახებ „ფეუსბუქში“  ფრაქცია ”  ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი რომან გოცორიძე წერს.
მისივე ვერსიით, დაჯარიმება არ მოხდება – ყაზახები და ქართველები მორიგდებიან და ამას წარმატებად გაასაღებენ.
„თბილის გაზის სისტემის მართვაში ყაზახები დაბრუნდებიან და მალევე გაყიდიან მას. მყიდველი „გაზპრომი“, ან რომელიმე რუსული კომპანია იქნება. მთავრობა თავს იმართლებს, აბა, 180 მილიონ დოლარს ხომ არ დავკარგავდითო. აქამდე თუ რატომ მივიდა საქმე, ამაზეც ექნებათ დემაგოგიური პასუხი. ასეთ შემთხვევაში კერძო ინტერესებიც რომ კმაყოფილდება, ეს არ არის ახალი ქართული საოცნებო სინამდვილისათვის. „გაზპრომის“ დეტექტივიც ახალ საფეხურზე ავა. ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, რომელიც კონსპიროლოგიის თეორიის მიხედვით ვიწინასწარმეტყველე. ხანდახან ეს მეთოდიც ამართლებს,“ – წერს გოცირიძე.

banner
წინა სტატიაში,,ოცნება,, ნამდვილების ,,სპისოკზე,, იმუშავებს-კახა მიქაიას პასუხი დიტო სამხარაძეს
შემდეგი სტატიატრამპი სენატს იწვევს რომ საბოლოოდ გადაწყვიტოს ჩრდილოეთ კორეის პრობლემა