რომან გოცირიძე: ქვეყანაში არის ნდობის კრიზისი

“ქვეყანაში არის ნდობის კრიზისი. ყველა ოფიციალურმა სახელმწიფო ინსტიტუტმა: მთავრობამ, პარლამენტმა, პრეზიდენტმა, სასამართლომ დაკარგა ნდობა. ქვეყნის არაოფიციალურ მბრძანებელსაც უნდობლობა გამოუცხადა ხალხმა. კი იძახდა ჭარბი ნდობა მაქვსო, რაშიც ეჭვი მეპარებოდა მაშინაც, მაგრამ, რომც ჰქონოდა, ახლა უკვე არც ჭარბი აქვს და ნახ/ნახევრად ჭარბი. მთლიანად აორთქლდა.
კრიზისიდან გამოსვლის გზა კარგად არის ნაცნობი: უნდა გადადგეს მთავრობა, შეიქმნას დროებითი, ტექნიკური მთავრობა, რომელიც იარსებებს ოქტომბრამდე. ოქტომბერში უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერთდროულად.
”სისტემა უნდა დაინგრეს”, რომელიც ხალხის წიაღიდან იშვა, არის სწორი დიაგნოზი და სწორი ორიენტირი, რაც ახალი არჩევნების მიერ მოსულმა ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს”-აცხადებს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე პრეზიდენტი მივიდა
შემდეგი სტატიასამთო-გეოლოგია – პერსპექტივა და რეალობა