რომან გოცირიძე: პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს

პრეზიდენტის ვეტო და ბოლო შანსი მმართველ პარტია – ამ შინაარსის პოსტს დეპუტატი რომან გოცირიძე აქვეყენებს.

,,ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის შეცვლას სახელისუფლო უმრავლესობა რომ არ აპირებდა, თავიდანვე იყო ნათელი. არგუმენტად ისიც მოჰყავდათ, რომ მესამე მოსმენით კანონპროექტში მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილელების შეტანა იყო შესაძლებელი.
ხელისუფლებას ვითარება ძალიან დაუმძიმდა. ამ კონსტიტუციას არავინ ჰყავს მომხრე არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ. გამოსავალი ერთადერთია: პრეზიდენტი ადებს კანონს ვეტოს, უბრუნებს პარლამენტს შენიშვნებითურთ, რომელიც იქნება ყველა პარტიასთან და არასამთავრობო სექტორთან შეთანხმებული და რომელშიაც გათვალისწინებული იქნება ვენეციის კომისიის შენიშვნები. პარლამენტი მთლიანად ან ნაწილობრივ იზიარებს ამ შენიშვნებს.
მეორე გზაა უმრავლესობის მიერ ვეტოს დაძლევა და პარტიულ-ოლიგარქიული კლანის ინტერესებს მორგებული კონსტიტუციის მიღება.
ეს ქვეყანას კრიზისში შეიყვანს”- აცხადებს პარლამენტის წევრი.

banner
წინა სტატიაში„ევროპულმა საქართველომ“ გარდაბანში მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა
შემდეგი სტატიალვოვის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად სასაზღვრო პუნქტ „შეგინის“ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა