რომან გოცირიძე: ფინანსთა მინისტრის ამ განცხადებას შიდა დაპირისპირების სუნი ასდის

“ფინანსთა მინისტრი ბანკებს მისდგა.  თუ ასე ცუდებად მიაჩნია , მაშინ ეს საკუთარ პარტიას დააბრალოს.  თითქმის ექვსი წელიწადი საკმარისზე მეტი დრო იყო იმისთვის, რომ მდგომარეობა გამოსწორებულიყო. სინამდვილეში სწორედ ამ პერიოდში გაუარესდა ვითარება საბანკო სექტორში. შეიზღუდა კონკურენცია და ბაზარზე ორი ბანკის მონოპოლიური მდგომარეობა კიდევ უფრო გამყარდა”-აცხადებს “თაიმერთან”  საპარლამენტო უმცირესობის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

“თიბისი” ბანკისა და საქართველოს ბანკის აქტივები და სასესხო დაბანდებები დაახლოებით 70 პროცენტია. გავიდა ქართული საბანკო ბაზრიდან  ყველაზე ცნობილი უცხოელი ინვესტორი, რაც კი ქვეყანაში ოდესმე შემოსულა- სოსიეტე ჟენერალი.  იგი თიბისი ბანკმა იყიდა, თუმცა მანამდე წინასწარი შეთანხმება არსებობდა, რომ მას ჩინური ჰუალინგი შეიძენდა. სწორედ ხელისუფლების უხეში ჩარევის შედეგად ჩაიშალა ეს გარიგება. ასევე გაუგებარი მოტივით მიიერთა კრიმინალი ინვესტორის, ვინმე ილია გავრილოვის მიერ დაფუძნებული ”პროგრესბანკი”( ე. წ. კალაძის ბანკი)  “თიბისი” ბანკმა.

თუ ამ ორ დიდ ბანკს დავუმატებთ ლიბერთი ბანკს, ქართუ ბანკს და ვითიბი ნანკს, ფაქტობრივად საბანკო სისტემის 95 პროცენტი არის ხელისუფლებაში მყოფი ან მასთან ფინანსურად დაკავშირებული ადამიანების კონტროლის ქვეშ. ამიტომ, მინისტრის ეს განცხადება არის მეტად უცნაური.

როგორც ჩანს, ივანიშვილს უნდა კიდევ უფრო მოუჭიროს ბანკებს და კიდევ უფრო დაიმორჩილოს ისინი.

ამ განცხადების პოლიტიკურ ქვეტექსტად კი იკითხება კვირიკაშვილის, როგორც საბანკო სექტორიდან წამოსული ადამიანის კრიტიკა, რომელიც ბანკების  მხარდამჭერად აღიქმება. დღეს რომ კვირიკაშვილს გაეკეთებინა განცხადება რკინიგზაში არსებულ ვითარებაზე და იმაზე ესაუბრა, თუ როგორ დაიკარგა  ტვირთების  ერთი მესამედი და როგორ მიიყვანეს გაკოტრების პირამდე ეს კომპანია,  ეს  პირდაპირი დადანაშაულება იქნებოდა ბახტაძის, რომლის დროსაც მართლაც მოხდა რკინიგზის დეგრადაცია.

ფინანსთა მინისტრის ამ განცხადებას შიდა დაპირისპირების სუნი ასდის”-აცხადებს “თაიმერთან” საპარლამენტო უმცირესობის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე

საქართველოს ფინანსთა მინისტრიმა მამუკა ბახტაძემ განცხადა, რომ საქართველოში არსებული ბანკები ეკონომიკის მამოძრავებელი ძალის ფუნქციას არ ასრულებენ.
“საქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ რეალობა, სადაც ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას”, – აღნიშნავს ბახტაძე.

banner
წინა სტატიაშიგერმანიამ და საფრანგეთმა სირიაში საკუთარ გეგმებზე ისაუბრეს
შემდეგი სტატიაშსს-მ ცხრა კილოგრამი „ჰაშიშის“ საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა