რომან გოცირიძე ფილმის “სიყვარული ვენახში” სასწრაფოდ აკრძალვას მოითხოვს

საბჭოთა კავშირი იქით იყოს და, „ოცნების“ საქართველოში სექსი არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ შსს-მ გასპარ ნოეს ფილმი – Love პორნოგრაფიულად გამოაცხადა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მომხმარებელთა უმეტესობას ასეთი განცდა გაუჩნდა. „თაიმერი“ ეორვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გიცირიძის პოსტს გთავაზობთ. 

ია ფსარულვა
“კანის და ბათუმის კინოფესტივალებზე ნაჩვენები გასპარ ნოეს ფილმი ”სიყვარული” აუკრძალავს ჩვენს სამართალდამცავებს და ითხოვენ მის ამოღებას ინტერნეტსაიტებიდან.მოვითხოვ, რომ დადგა დრო, აიკრძალოს გიორგი შენგელაიას უზნეო ფილმი ”სიყვარული ვენახში” ია ფარულავას მონაწილეობით. იგი აკნინებს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მუშაკებს, ვნებს ქართული ”წაბილწული” ღვინის იმიჯს საერთაშორისო ბაზარზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეურცხყოფას აყენებს ყველა ჭეშმარიტად მორწმუნე მართმადიდებლის რელიგიურ გრძნობებს, რამე თუ( p.s. აქ ასე უხდება) ვაზის ჯვარი არის წმინდა ნინოს სიმბოლო და ვაზის გვერდით განხორციელებული ნებისმიერი ამორალური აქტი შეიძლება შეფასდეს როგორც რელიგიურად მოტივირებული ხულიგნობა.
ვითხოვ შეიქმნას ფილმის ობიექტურად შემფასებელი კომისია გოგი გვახარიას, ნინია კაკაბაძის და ზურაბ ტყემალაძის შემადგენლობით, რათა დროზე დაიდოს საჭირო დასკვნა აღნიშნული ”ფილმის” აკრძალვის შესახებ:)”

რომან გოცირიძე

tumblr_

 

 

 შეგახსენებთ, რომ კინორეჟისორ გასპარ ნოეს ფილმის Love გავრცელებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ ფილმი პორნოგრაფიას მიეკუთვნება.

“კანონის მოთხოვნების შესაბამისად, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში, შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ს 255-ე მუხლით კონკრეტული საიტების მეშვეობით პორნოგრაფიული მასალების გავრცელების ფაქტზე.

საქართველოში აკრძალულია პორნოგრაფიის შემცველი მასალის გავრცელება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, დაიცვას და აღასრულოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა.

ამასთან, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის 109-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, “მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურეობის მიმწოდებელი პირი სამაუწყებლო პაკეტში მოზრდილთათვის განკუთვნილი სამაუწყებლო არხის (მათ შორის, პორნოგრაფიული) განთავსების შემთხვევაში, ვალდებულია აღნიშნული სამაუწყებლო არხი განათავსოს კოდირებული ფორმით“.

გამოძიების მიერ, სამართლებრივი წესის შესაბამისად, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები და შსს-ს მიეწოდა დასკვნა, რომ აღნიშნული ფილმები (მათ შორის, გასპარ ნოეს “love”) მიეკუთვნება პორნოგრაფიას. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარეს (გამავრცელებლებსა და მათ ადვოკატებს) უფლება აქვთ, დანიშნონ ალტერნატიული ექსპერტიზა”, – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, გასპარ ნოეს ფილმი Love კანის ფესტივალზე იყო ნომინირებული. ის ასევე აჩვენეს ბათუმის კინოფესტივალზე.

 

banner
წინა სტატიაშითურქეთში ტერაქტს ორი პოლიციელი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძე: “პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად გოჩა კასრაძე დაინიშნა”