რომან გოცირიძე: ოცნების მთავრობა ოცნების პროგრამის წინააღმდეგ

gociridzeსაქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობამ პარლამენტში წარადგინა სახელმწიფო ბიუჯეტი. მას თან ახლავს  ქვეყნის განვითარების ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორები  მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
ოცნების მთავრობის ბიუჯეტის  სიცრუეში ამხელს ოცნების მთავრობის საარჩევნო პროგრამას.

ამ ორი დოკუმენტის ურთიერთშედარებისას ნათლად ჩანს, რომ  ქართული  ოცნების  საარჩევნო პროგრამა  არის ფარატინა  ქაღალდი.

იგი არის  არის  არარეალისტური დოკუმენტი,  ტრადიციულად  გაჯერებული ცრუ დაპირებებითა . პროგრამით ნაკისრი  ვალდებულებების უდიდესი ნაწილის  შესრულება   ნავარაუდებია  ქვეყნის  ბიუჯეტიდან, თუმცა მთავრობის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ამ დაპირებების უდიდესი ნაწილი არ არის გათვალისწინებული.

მთავრობის მიერ წარმოდგენილი  დოკუმენტების მიხედვით, ქვეყნის მომავალი გამოიყურება ძალზე უპერსპექტივოდ. ეკონომიკური ზრდა მომავალ 2017  წელს გათვალისწინებულია 4 პროცენტის ოდენობით, ხოლო საშუალოდ ოთხი წლის განმავლობაში 4, 6 პროცენტის ფარგლებში.

მთავრობა არ აპირებს: 
-პენსიების ზრდას.
-მასწავლებლების ხელფასების მატებას
-ჯანდაცვის პაკეტში მედიკამენტების გათვალისწინებას
-გადასახადების შემცირებას.
-ინფრასტრუქტურის განცითარებას იმ ტემპით, რაც პროგრამაშია მოცემული
-ბიუროკრატიული და არაეფექტიანი ხარჯების შემცირებას, და უამრავ სხვას, რაც დაპირდა საარჩევნო პროგრამით და არ ჩანს არც ბიუჯეტში და არც ეკონომიკური განვითარების პერსპექტივაში.
ყოველივე ამას ჰპირდება ნაციონალური მოძრაობა და ჩვენ შევასრულებთ ჩვენს დანაპირებს!-აცხადებს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიქედაში 11 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი
შემდეგი სტატიაუცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი შექიმნა