რომან გოცირიძე-,,ნოემბერში ყოფილ მთავრობას პასუხს მოვთხოთ,,

gociridze

gocir,,გუშინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი გაყიდა და ლარი მცირედით გაამყარა… მივესალმებით ლარის გამყარებას, ეს რომ ბუნებრივად ხდებოდეს და ეროვნული ბანკის ქმედება აბსოლუტურად რომ არ იყოს ამოვარდნილი ლოგიკიდან. ყველაზე უარეს შემთხვევაში ლარი შეიძლება უმნიშვნელოდ გაუფასურებულიყო, რაც ბოლო დღეებში შეიმჩნევა. სწორედ ამაზე ვწერდი ერთი თვის წინ, როცა ეროვნულმა ბანკმა ასეთივე ქმედებით არ დაუშვა ლარის მცირეოდენი რყევაც კი. დღეისათვის ეროვნული ბანკი ფაქტობრივად ატარებს ფიქსირებული კურსის პოლიტიკას, მხარს უბამს მთავრობას და იჭერს ლარის კურსს საარჩევნოდ, ისევე როგორც მთავრობა ზღუდავს ბიუჯეტიდან ხარჯვას.
მრავალ სახელმწიფო დაწესებულებებს, მათ შორის უმაღლეს სასწავლებლებს, თვეობით უგვიანებენ კუთვნილ საბიუჯეტო თანხებს. ასეთი ქმედებები უკარგავს ეროვნულ ბანკს რეპუტაციას, რომელიც ქმნის საშიშ, შეკუმშული ზამბარის ეფექტს, რომელიც თავს იჩენს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ამაზე პასუხს მოვთხოვთ ყველას: ნოემბერში უკვე ყოფილ მთავრობას და მოქმედ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს,, აცხადებს რომან გოცირიძე

banner
წინა სტატიაში,,ბურჯანაძემ პუტინის წინაშე მოინანია,,
შემდეგი სტატიაიან კელიმ და გიორგი მღებრიშვილმა წინასაარჩევნოდ არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს