რომან გოცირიძე: მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკები ”ნარკოტიკულ ნემსზე” დასვეს

ხაზინამ კომერციულ ბანკებზე გასესხებული ფულიდან კვირის დასაწყისში 50 მილიონი ლარი უკან დაიბრუნა და ეს ლარის კურსსაც მყისიერად დაეტყო. მაგრამ რად გინდა, დღეს ეროვნულმა ბანკმა 100 მილიონი ლარით მეტი მიასესხა კომერციულ ბანკებს, ვიდრე წინა კვირას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკები ”ნარკოტიკულ ნემსზე” დასვეს. მათი მხარდაჭერის გარეშე ბანკები ”ფულის შიმშილს” განიცდიან.
თვის ბოლომდე ბიუჯეტიდან 1,7 მილიარდი ლარია გასაცემი-ორჯერ მეტი, ვიდრე საშუალდ თვეში იხარჯებოდა. აქედან ძალიან ბევრი არის დეფიციტის დაფინანსების წყაროებიდან. ეს არის ფულის ზვავი, რომელსაც შეკავება სჭირდება. მთავრობა და ეროვნული ბანკი სირაქლემას პოზაში არის გატრუნული. ასე იქნებიან, სანამ ვინმე არ მივა და უკან მაგრად არ ამოარტყამს.

 

რომან გოცირიძე

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენი: დემირელის კოლეჯისთვის ავტორიზაციაზე უარის თქმა უკანონოა
შემდეგი სტატიადიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებს ტექდათვალიერება 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან, ყველა მსუბუქ ავტომობილს კი – 2019 წლის 1-ელი იანვრიდან შეეხება