რომან გოცირიძე: მთავრობა ხალხს ბიზნესის წინააღმდეგ აბუნტებს

“მთავრობა ხალხს ბიზნესის წინააღმდეგ აბუნტებს. სენაკში რომ გაზის ფასის მომატება უნდათ, ეს ხელისუფლების ბრალია, რომ ლარი გააუფასურა და დანახარჯებმა იმატა. თბილისში და სხვაგან იმიტომ არ გსიზარდა ფასი, რომ მთავრობა ახდენს სუბსიდირებას, ანუ ბიუჯეტიდან ფარავს გაზგამანაწილებელი კომპანიის ხარჯებს, ან აიძულებს გაზის სახელმწიფო კომპანიებს დაბალ ფასში მიაწოდოს გაზი გამანაწილებელ ქსელს.
რატომ ხდება ერთი რეგიონის მომხმარებლის სუბსიდირება და მეორის არა? იმიტომ რომ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ და სუბსიდირებულ კომპანიებს მინისტრის ნათესავები მართავენ.
სენაკის პატარა ფირმა კი, რომელიც საბაზრო პრინციპით მუშაობს, დაბალ ღობედ ნახეს და გადაუარეს. ენერგეტიკის მინისტრმა ”ვიღაც გაქსუებულ ადამიანებად” მოიხსენია ისინი. მასმედია კი სოციალისტური აღტკინებით ერთსულოვნად დადგა ენერგეტიკის მინისტრის მხარეს”-აცხადებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიკონსერვატიულ-მონარქისტული პარტიის თავმჯდომარე თემურ ჟორჟოლიანი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიალავროვი სოხუმში ახალ საელჩოს გახსნის