რომან გოცირიძე: მსოფლიოს ათ ულამაზეს ბენზინგასამართ სადგურს შორის ორი საქართველოშია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მსოფლიოს ათ ულამაზეს ბენზინგასამართ სადგურს შორის ორი საქართველოშია. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„მსოფლიოს ათ ულამაზეს ბენზინგასამართ სადგურს შორის ორი საქართველოშია.

რამდენიმე თვის წინ, რიყეში შუშის დოქები, რომელიც ამ ხელისუფლებამ დააკონსერვა და სიძულვილით ”ტრუბები” უწოდა, მსოფლიოს ნომერ პირველ ირიგინალურ კულტურული დანიშნულების არქიტექტურულ ნაგებობად აღიარეს.

თბილისის მერი, მილიონი არდარგული ხის გარდა, ამ ნაგებობის ასე უპატრონოდ მიგდებისთვისაც არის გასაგდები.

მსოფლიოს ულამაზეს ხიდებს შორის მოხსენიებული შუშის ხიდის დანგრევა რომ უნდოდათ ამ უგემოვნოებს, ესეც გემახსოვრებათ ალბათ!

მალე ადგილობრივი არჩევნები იქნება და მიეცემა თბილისელებს ძველი თუ ახალი ქალაქის გამოცოცხლების შანსი“, – წერს რომან გოცირიძე.

მსოფლიოს ათი ულამაზესი ბენზინგასამართი შენობის სია იხილეთ: qz.com

banner
წინა სტატიაშიკუს ტბასთან გარდაცვლილი კაცი იპოვეს
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა