რომან გოცირიძე: ყველა ღონეს ვიხმარ, რომ პარლამენტში დაიძრას ყინული

“წუხელ საპროტესტო აქციაში მონაწილე რამდენიმე ახალგაზრდა გვეუბნებოდა, რომ ჩვენ პოლიტიკური მოთხოვნები არა გვაქვს და არ გვინდა პოლიტიკოსების მხარდაჭერაო.
არ არსებობს პოლიტიკისათვის იმაზე დიდი იდეა, ვიდრე თავისუფლების მოთხოვნაა, რომელიც ამ აქციის მთავარი ლოზუნგია. ამიტომ ეს პროტესტი არაა მხოლოდ კლუბური ცხოვრების მხარდამჭერი. დღეს უკვე წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები იქნა დაყენებული: გადადგეს პრემიერ-მინისტრი, გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, დაჩქარდეს პარლამენტში გაჭედილი კანონის მიღება ნარკოპოლიტიკის შესახებ.
ყველა დიდი სოციალური პროტესტი პოლიტიკის სფეროა და პოლიტიკოსების გადასაწყვეტი. ამიტომ ვდგავარ აქ და ყველა ღონეს ვიხმარ, რომ პარლამენტში დაიძრას ყინული”-აცხადებს პარლამენტარი რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაში“ნარკომანებმა და ქუჩამ მოაგებინა კალაძეს მერის არჩევნები “- ვატო გელაშვილი video
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი: მონური სიცოცხლე როგორ შეიძლება უმაღლესი ღირებულება იყოს როგორ???