რომან გოცირიძე: ხელისუფლების ქმედებები პირდაპირი გზაა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 16, 2018 14:56

რომან გოცირიძე: ხელისუფლების ქმედებები პირდაპირი გზაა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ

საპარლამენტო ფრაქციის ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ თავმჯდომარე რომან გოცირიძის განცხადებით ხელისუფლების ქმედებები პირდაპირი გზაა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ.

‘’ ხელისუფლების ქმედებები პირდაპირი გზაა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. ნებისმიერი მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ჩახშობა შსს-ს მიერ მართული ნეონაცისტური, ექტრემისტული და რუსეთიდან მართული აგენტურის მეშვეობით პირდაპირი დანაშაულია.

შსს-ს მინისტრს ნუ ჰგონია, რომ ამ დარბაზში თეთრ ცხენზე ამხედრებული შემობრძანდება, როგორც ტრიუმფატორი, დღეისათვის მისი სტატუსი დამნაშავეების მფარველია.

იმ მოედანზე, სადაც აქცია იყო ახალგაზრდებზე, პოლიციელებზე და ჟურნალისტებზე ძალადობდა დამნაშავეების ჯგუფი, რომელიც შსს-ს მართულია. ესაა პირდაპირი დანაშაული, რომელიც ისჯება სსსკ 151-ე მუხლით.

შსს-მ განაცხადა, რომ თუ აქცია არ დაიშლებოდა დაღლილი პოლიციელები თურმე ამ ბრბოს, შაოსანი ველურების ჯგუფს ვერ შეაკავებდნენ და ისინი ახალგაზრდებს გადათელავდნენ.

მისასალმებელია, რომ სახალხო დამცველის განცხადებაში, სწორედ ამ სახელით არიან ეს ექსტერემისტული დაჯგუფებები მოხსენიებული, დიახ ესენი არიან ნეო ფაშისტები.

ნუ გგონიათ ეს ახალგაზრდა, განათლებული, ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი გოგოები და ბიჭები არიან ნაკლები ძალის, ვიდრე ის შაოსანები, ერთადერთი განსხვავება იმაში იყო, რომ აქციაზე იყვნენ გოგოები და ბიჭებიანუ დაცული იყო გენდერული ბალანსი.

მათ კორიდორი, რომ გაერღვიათ იქ იქნებოდა ძალიან დიდი უბედურება.

მოვუწოდებ შსს-ს მინისტრს აქ, რომ მობრძანდება დადოს სია იმ ადამიანების, რომელთა წინააღმდეგ აღიძრა სისსხლის სამართლის საქმე 151-ე მუხლით სულ მცირე, რომელიც ითვალისწინებს მუქარას, თუმცა ამის გარდა იქ იყო ძალადობა პოლიციოელებზე და სხვა ადამიანებზე.

ნუ ეთამაშებით ცეცხლს, ნუ წააქეზებთ ბნელ ძალას’’ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 16, 2018 14:56

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,947
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics