რომან გოცირიძე: ხარის რქაზე შემომჯდარი მეოცნებე დეპუტატები

დიდგორის დღესასწაულის შემოღება და მით უმეტეს, მისი უქმე დღედ გამოცხადება რომ უაზრობა იყო, ამას თავიდანვე ვამბობდი.
ისე, არავის საქმე არ არის ბათუმში სკოლას გავხსნი, თბილისში კაზინოს თუ დიდგორიდან უქმე დღეობას ვამცნობ ქვეყანას.
ყველამ თავის საშინაო საქმეებს მიხედოს.
რაც შეეხება დიდგორის ”გაუქმებას” ( ანუ უქმე დღედ გამოცხადებას ვგულისხმობ და არა ორი მოსმენით მიღებული კანონის გაუქმებას), აი რას ვწერდი ამაზე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ
”ხარის რქაზე შემომჯდარი ბუზები და დაკარგული 93 მილიონი ლარი”!
მუშაობით დაღლილი ხარი სახლისაკენ მოემართება. რქის წვეროზე ბუზი შემომჯდარა და ხვნეშის; უჰ, როგორ დავიღალე, ერთადა ვხნავდითო.
ეს ხელისუფლება უქნარა და უუნარო რომაა, ყველამ იცის. ახლა დავით აღმაშენებლის სახელით უნდათ სპეკულირება და კანონპროექტი შემოიტანეს პარლამენტში, დიდგორის გამარჯვების დღესასწაული უნდა დავაწესოთო. თანაც უქმე დღედ უნდა გამოვაცხადოთო.
ისედაც პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში უქმე დღეების რაოდენობით და ახლა კიდევ უფრო გავიმყარებთ პოზიციებს.
93 მილიონი ლარი დააკარგვინეს ქვეყანას ამ უსაქმურებმა.
ამდენი მთლიანი შიდა პროდუქტი იქმნება ერთ დღეში საქართველოში.”-წერს ფრაქცია “ნაციონლაური მოძრაობის” ლიდერი რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი: სპარსეთის ყურე-შავი ზღვის მიმართულებით სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე შეთანხმება მიღწეულია
შემდეგი სტატიაირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი: მოლაპარაკებების მიზანი ცალსახაა – ორი ქვეყნის მთავრობას აქვს ურყევი ნება, განავითაროს თანამშრომლობა