რომან გოცირიძე: ხარის რქაზე შემომჯდარი ბუზები და დაკარგული 93 მილიონი ლარი

ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ 12 აგვისტოს, დიდგორის ბრძოლის დღის უქმედ გამოცახდებას “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ეხმაურება და იგავ-არაკს იხსენებს: მუშაობით დაღლილი ხარი სახლისაკენ მოემართება. რქის წვეროზე ბუზი შემომჯდარა და ხვნეშის: “უჰ, როგორ დავიღალე, ერთად ვხნავდითო”. უმცირესობის წევრის თქმით, “უქნარა და უუნარო ხელისუფლებამ”, ქვეყანას კიდევ ერთი უქმე დღით 93 მილიონი ლარი დააკარგვინა: “ეს ხელისუფლება უქნარა და უუნარო რომაა, ყველამ იცის. ახლა დავით აღმაშენებლის სახელით უნდათ სპეკულირება და კანონპროექტი შემოიტანეს პარლამენტში, დიდგორის გამარჯვების დღესასწაული უნდა დავაწესოთო. თანაც უქმე დღედ უნდა გამოვაცხადოთო.
ისედაც პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში უქმე დღეების რაოდენობით და ახლა კიდევ უფრო გავიმყარებთ პოზიციებს.
93 მილიონი ლარი დააკარგვინეს ქვეყანას ამ უსაქმურებმა.
ამდენი მთლიანი შიდა პროდუქტი იქმნება ერთ დღეში საქართველოში” – წერს რომან გოცირიძე.

“პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა დიდგორის ბრძოლის დღის, 12 აგვისტოს “საქართველოს დიდი გამარჯვების” დღედ გამოცხადებას და უქმედ დაწესებას მხარი დაუჭირა:
სერგო რატიანმა, რევაზ არველაძემ, ბიძინა გეგიძემ, გენადი მარგველაშვილმა, ნუკრი ქანთარიამ, ზაზა პაპუაშვილმა, ზაზა გაბუნიამ, თეიმურაზ ჭკუასელმა და სიმონ ნოზაძემ დაუჭირეს.
ასე გამოიყურება უქმე დღეების სიას:

1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;
7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;
19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე;
3 მარტი – დედის დღე;
8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);
9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);
14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;
23 ნოემბერი – გიორგობის დღე;

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: მე ვიქნები თქვენთან ერთად რა წამსაც დაგჭირდებით ! 599171212 -დამირეკეთ ნებისმიერ დროს
შემდეგი სტატიალუკაშენკო აშშ-სა და გერმანიას ბოევიკების დაფინანსებაში ადანაშაულებს