რომან გოცირიძე: მთავრობა “კაპიტულირებას” აპირებს”

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 2, 2016 00:47

რომან გოცირიძე: მთავრობა “კაპიტულირებას” აპირებს”

ლკიუჯ„მას შემდეგ რაც დადასტურდა, რომ აზერბაიჯანს საკმარისი გაზის მარაგი გააჩნია და არც მისი მოწოდების პრობლემა აქვს, საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა უკან დაეხია. იგი არ აპირებს გაზპრომისაგან დამატებითი გაზის შესყიდვას. ეს არც ყოფილა თავიდან გაზპრომის მიზანი. მისი მთავარი ამოცანა იყო და რჩება ტრანზიტის სანაცვლოდ გაზის ნატურით ანაზღაურების სქემის შეცვლა. ენერგეტიკის მინისტრი აზერბაიჯანული მხარის გონივრულ გადაწყვეტილებას საკუთარ წარმატებად ასაღებს და გაყოყოჩებულ გაზპრომთან ხელშეკრულების სწრაფად გაფორმებას გვპირდება. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ის აპირებს კაპიტულირებას. ეს იქნება ქვეყნის ინტერესების ღალატი და მოუწევს ამისთვის პასუხისგება. ვერც პრემიერ-მინისტრი მოახერხებს ჩრდილში ყოფნას და სხვისთვის ხელების შეწმენდას. ნუ ჩავვარდებით ეიფორიაში. მთავრობამ ხმამაღლა უნდა განაცხადოს, რომ ხელშეკრულების შინაარსი არ იცვლება” – ასეთ კომენტარს აკეთებს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე ენერგეტიკის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის მიღებასთან დაკავშირებით ძირითადი შეთანხმება “სოკარის” ხელმძღვანელობასთან მიღწეულია. მინისტრის თქმით, შესაძლებელია შაჰ დენიზის მილსადენებიდან გაზის დამატებითი მოცულობების მიღება.

გაზის თემასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჯის გამო ენერგეტიკის მინისტრს მალე პარლამენტში მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 2, 2016 00:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,691
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics