რომან გოცირიძე: ისინი შეგნებულად აკნინებენ პრეზდენტის ინსტიტუტს

საპარლამენტო უმცირესობაში ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტის მიერ მართლმსაჯულების რეფორმაზე ვეტოს დაძლევას სასამართლოზე ზეწოლის ნაბიჯად აფასებენ.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე მოსამართლეების ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ხელისუფლების უზურპაციად მოიხსენიებს.

„ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც დღეს არის თავისუფალი, კონსტიტუციურად იმართება არის პრეზიდენტის ინსტიტუტი და სწორედ ეს ვეტო სიმბოლური ხასიათისაა, რომ ისინი შეგნებულად აკნინებენ პრეზდენტის ინსტიტუტს, რათა შემდეგ გააუქმონ ფაქტობრივად, როდესაც ახალ კონსტიტუციაში პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების წესი იქნება შეცვლილი,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში“TV პირველის” ეთერში გადაცემა “რეაქცია” განახლდება
შემდეგი სტატიაპროკურატურის ვერსია არ შეიძლება ვინმესთვის სარწმუნო იყოს