რომან გოცირიძე: გრანტის სახით მიღებულმა მედიკამენტებმა იმპორტის სტატისტიკა მკვეთრად შეცვალა

gociridze

gociridzeსაქართველოში გასულ ექვს თვეში შემოვიდა 1,614 მილიარდი დოლარის ღირებულების მედიკამენტები. შარშან ეს მაჩვენებელი ამავე პერიოდში მხოლოდ 290,8 მილიონი დოლარი იყო, ანუ დაახლოებით 1,3 მილიარდი დოლარით ნაკლები. ეს მატება C ჰეპატიტის წამლების უფასოდ შემოტანით არის განპირობებული, თუმცა ოფიციალურ სტატისტიკაში ეს არსად ჩანს და შეგვიძია მხოლოდ ვივარაუდოთ. ამ ვარაუდის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტიც, რომ წელს არნახულად გაიზარდა იმპორტი კანადიდან: 1,264 მილიარდი დოლარი შეადგინა შარშანდელ 5 მილიონ დოლართან შედარებით. ეს ზრდა მედიკამენტების ხარჯზე მოხდა და ადვილი მისახვედრია, თუ რატომ. თუმცა ეს ჩვენს მიხვედრილობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, მით უმეტეს, როცა მილიარდებზეა საუბარი. მთავრობა ვალდებულია ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას იმპორტში მომხდარი რადიკალური ძვრების შესახებ, მათ შორის C ჰეპატიტის პროგრამის ფინანსურ და სხვა მხარეებზე.
ახლა მთავარზე: როგორც ვხედავთ, საქართველოში მილიარდზე მეტი ღირებულების ჰეპატიტის სამკურნალო წამალი შემოვიდა. სინამდვილეში, არავინ იცის, რა არის მისი რეალური ფასი. როცა არაფერს იხდი, არც ინტერესდები, თუ რა წერია ინვოისში.
მიმდა ჩემი მოსაზრება გამოვთქვა ამაზე, თუმცა არ ვამტკიცებ, რომ ეს ობიექტური ჭეშმარიტებაა. თანაც, ეს არ ჯერჯერობით არ შეიძლება იყოს ხელისუფლების კრიტიკის საფუძველი.
ფასის აწევა გრანტის სახით გადაცემულ საქონელზე, როგორც ჩანს, კომპანიების მარკეტინგული სვლაა. დარწმუნებული ვარ, რომ იგივე პრეპარატები ამ მოცულობით (საბითუმო) გაყიდული მსოფლიო კომერციულ ბაზარზე გაცილებით ნაკლები ეღირება და არც სააფთიაქო( საცალო) ქსელში იქნება ასე ძვირი.
თუ მწარმოებელი კომპანიებისაგან სხვა ვინმე( მაგ. სამედიცინო ორგანიზაციები ან ვთქვათ, აშშ მთავრობა) ყიდულობს მედიკამენტებს ამ მსოფლიო ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით ( რაც ორიმხრივად კარგია), მაშინ ვითარება ცოტა განსხვავებული იქნება. თუმცა, პრინციპი, რომ კერძო შემსყიდველი უფრო მომჭირნეა, ვიდრე სახელწიფო ან საერთაშორისო ორგანიზაცია, აქაც მუშაობს.
როცა მთავრობის წევრები მრავალმილიარდიან რიცხვებს მოიხსენიებენ ამ პროგრამის შესახებ, საჭიროა ნათელი და კვალიფიციური ანალიზი მისი ყველა, მათ შორის, ფინანსური მხარის.
რამდენს ჩაწერს მჩუქებელი თავის მიერ გაჩუქებული საქონლის ღირებულებად, ეს ჩვენ ალბათ არც უნდა გვადარდებდეს, თუმცა, ჩვენს მიერ დასამატებელი თანხები თუ საერთო ღირებულების პროცენტიდან აითვლება, მაშინ არც თუ ისე მეორეხარისხოვანი გამოდის ფასის საკითხი.
ის, რომ მილიარდებს გვჩუქნიან და ცოტა მილიონები რომ წავუმატოთ ამით არაფერი დაშავდება, არ არის სწორი მსჯელობა. ეს პროექტი არის მეტად მნიშვნელოვანი ორივე მხარისთვის. ჩვენ ვიუმჯობესებთ ჯანმრთელობას. რაღაც ზომით, ვრისკავთ ალბათ, თუმცა ეს ყოველმხრივ გამართლებული რისკია, ისინი კი იუმჯობესებენ თავიან შემოსავლებს და იხვეჭენ მსოფლიო სახელს( რისი დიდი იმედიც მაქვს).

რომან გოცირიძე

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენს გუნდს აქვს სრული პოტენციალი, რომ თავდადებულად ემსახუროს საქართველოს მოქალაქეებს
შემდეგი სტატიაბრიუსელის ცენტრში პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს