რომან გოცირიძე-დროა, გადავერთოთ ჟენევის ფორმატში და უარი ვთქვათ რუსეთთან გაუმჭვირვალე, კულუარული მოლაპარაკებების პრაქტიკაზე

gociridze

“კარასინის დანიშვნა ყოფილ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის საზღვრის გამიჯვნის საკითხებში წარმომადგენლად, არის რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლის მორიგი მცდელობა და ქვეყნის ხელისუფლების შეურაცხყოფა”-აცხადებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე და “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ვრცელ სტატუსს უძღვნის.

gociridze
კარასინ-აბაშიძის მოლაპარაკების ფორმატი არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებისათვის საზიანო. იგი ბადებს მრავალ კითხვას, კერძოდ:
1. რატომ არ კეთდება შეხვედრის ადგილის ფოტო და ვიდეოგადაღება. რატომ არის გასაიდუმლოებული, თუ რა ატმოსფეროში მიმდინარეობს მოლაპარაკება
2. ვინ ესწრება მას ბატონი აბაშიძის გარდა ქართული მხრიდან
3. კეთდება თუ არა საუბრების საოქმო ჩანაწერები თუნდაც საიდუმლო გრიფით და რამდენად ხელმისაწვდომია იგი პარლამენტის ნდობის ჯგუფისადმი
კარასინ-აბაშიძის შეხვედრებმა ფაქტობრივად გააუქმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატი და საქართველო დატოვა რუსეთთან პირისპირ მეგობარი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერის გარეშე.
იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა არ იტყვის უარს მსგავსი სახის ურთიერთობებზე,უცილებელია საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელი პირის შეცვლა, ამ პროცესისადმი მეტი ოფიციალურობისა და ფორმალიზებული ხასიათის მინიჭება.
გამომდინარე ბატონი აბაშიძის წარსული კავშირებიდან რუსულ პოლიტიკურ წრეებთან, რაც ერთის მხრივ ბადებს ნდობითი ურთიერთობების ჩამოყალიბების საფუძველს, მეორეს მხრივ, იგი ზედმეტად არაფორმალური და დამთმობი ხასიათის მატარებელი შეიძლება გახდეს. ასეთი ტიპის ურთიერთობები, როგორც ჩანს, რუსულ მხარეს აძლევს იმის საფუძველს, რომ იფიქროს, თითქოს ბატონი აბაშიძის ლოიალური შეხედულებები გამოხატავდეს მთელი ქართული ხელისუფლების პოზიციას. ასეთი წარმოდგენები ქმნიან რუსეთისადმი ქართული პოლიტიკური ძალების დამოკიდებულების დამახინჯებულ სურათს. ამის ნათელი დადასტურებაა კარასინის მიერ აბაშიძის საჯარო დატუქსვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ანტირუსული გამონათქვამების გამო, რაც არაორაზროვნად აღიქმებოდა მინისტრის შეცვლის ულტიმატუმად მომავალი ” კონსტრუქციული” ურთიერთობების სანაცვლოდ.
დროა, გადავერთოთ ჟენევის ფორმატში და უარი ვთქვათ რუსეთთან გაუმჭვირვალე, კულუარული მოლაპარაკებების პრაქტიკაზე-წერს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაში(video) გიორგი ისაკაძე:”გაიღიმეთ, ბატონებო თქვენ წინ მთავარი საუბარი გელით ჯერ კიდევ საკუთარ თანამშრომლებთან”
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი:ეს იყო პირადი საკითხი და კაცებს შორის არსებული დაპირისპირება