რომან გოცირიძე – დღეს იყო ძალადობა ქართველ ხალხზე საკრებულოს პატარა, ჭიაღუა ჩინოვნიკების მიერ

დღეს იყო ძალადობა ქართველ ხალხზე საკრებულოს პატარა, ჭიაღუა ჩინოვნიკების მიერ, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა რომან გოცირიძემ საკრებულოსთან განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

“დღეს ფეხქვეშ იქნა გათელილი საქართველოს კონსტიტუცია. მე ვარ მეოთხე მოწვევის დეპუტატი და არ მახსოვს საქართველოს ისტორიაში, რომ დეპუტატი არ შეეშვათ რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაში. ეს არის წარმოუდგენელი თავხედობა. ეს არის სირცხვილი ამ უმრავლესობის, რომელმაც დეპუტატის კონსტიტუციური უფლებამოსილება ფეხქვეშ გათელა. ეს არის არაფორმალური და კრიმინალურ-ოლიგარქიული მმართველობის შედეგი.

დღეს იყო ძალადობა ქართველ ხალხზე, ქართველ ამომრჩეველზე ერთი მუჭა, საკრებულოს პატარა, ჭიაღუა ჩინოვნიკების მიერ. იმათაც არავინ არაფერს ეკითხება, დაავალეს და შეასრულეს”,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, ”დღეს საქართველოში ავტორიტარული ხელისუფლების საცეცების გამოჩენა ვიხილეთ”.

banner
წინა სტატიაში,,დღეს თავმჯდომარე იყო ადეკვატური და ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო”
შემდეგი სტატიაევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად სტელა კირიაკიდესი აირჩიეს