რომან გოცირიძე: ”დღეს ძაფი, ხვალ გორგალი”!

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის რომან გოცირიძი

რომან გოცირიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ქართული ოცნების საარჩევნო ეკონომიკურ პროგრამას აქვეყნებს!
ქართული ოცნების, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ. რამდენად შეესაბამა სიმართლეს, თქვენთვის მოგვინდია.

ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა: ”დღეს ძაფი, ხვალ გორგალი”!

ძაფი დასაქმების სამსახურში!
ოდითგანვე ცნობილი იყო, რომ საქართველოში მოჰყავდათ ბამბა. დღეს იგი შემოგვაქვს.
ავაღორძინოთ მებამბეობა, განვავითაროთ მეძაფეობა!
ძაფი მნიშვნელოვანი პროდუქტია. იგი ხელს უწყობს მომიჯნავე დარგების განვითარებას: მევენახეობას, მეჩურჩხლეობას, ფელამუშის წარმოებას. თავის მხრივ, მეჩურჩხლეობა ავითარებს მეთხილეობას და მეკაკლეობას, რაც ასევე სტიმულს აძლევს სოფლის მეურნეობას.
ძაფის ფაბრიკა-თანაინვესტირების ადრონული ფონდისაგან!
ჩვენ წავახალისებთ მეჩურჩხლეობას სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამიდან: ”მეტი ჩურჩხელა-მეტი ძაფი”!
ჩვენ დავაწესებთ სუბსიდიას თხილის ჩურჩხელაზე 6 თეთრის, ხოლო კაკლის ჩურჩხელაზე 10 თეთრის ოდენობით.
ჩვენ დავაფინანსებთ ქართველ ინოვაციურ პროექტს, პირში დნობადი საჩურჩხლე ძაფის შესაქმნელად.
ჩვენ დავადნობთ ძაფებს პირში!
თქვენი პირი, ჩვენი ძაფი!
თქვენი ყველა პრობლემა ძაფივით გაქრება.
ჩურჩხელა კარგია, ჯანჯუხა კიდევ უკეთესი! განახლებული ქართული ოცნება!

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი: ზუგდიდში „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ დაიშალა
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტერიალზე უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს