რომან გოცირიძე: დასცინეს საქართველოს მთავრობას, გაზპრომს და ირანსაც

gociridze

gociridze“სოკარ ჯორჯიამ დასცინა საქართველოს მთავრობას, გაზპრომს და ირანსაც” –ასე ეხმაურება ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე დღეს ირანიდან საქართველოში გაზის შესაძლო ტრანსფერის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე სოკარ ჯორჯიას განცხადებას.

რომან გოცირიძის თქმით, “სომხეთიდან ირანული გაზის მიღება ტექნიკურად შეუძლებელია, რადგან არ არსებობს ისეთი მილსადენი, რომელიც ირანიდან შემომავლ ვიწრო დიამეტრის მქონე გაზსადენს საქართველოს სისტემასთან დააკავშირებს. მცირეოდენი მოცულობისთვის ასეული მილიონი დოლარის ღირებულების გაზსადენს არავინ ააშენებს. საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ გაზის მოცულობების გაცვლაზე ირანსა და რუსეთს შორის. აზერბაიჯანული მხარის გაღიზიანებას ისიც იწვევს, რომ აქ სომხეთის მონაწილეობაზეცაა საუბარი” – ამბობს რომან გოცირიზე და თვლის, რომ “მოკლედ, ჩვენი მთავრობა რაღაცას ჩალიჩობს და ვერ გაუგია რას. ასე ჩანს, რომ რუსეთს ეკეკლუცება”.

SOCAR Energy ჯორჯიას გენერალური დირექტორი

ირანის გეგმებს, საქართველო გაზით მოამარაგოს, დადებითად აფასებს SOCAR Energy ჯორჯიას გენერალური დირექტორი მახირ მამედოვი. “ქართული ბაზარი იმდენად პატარაა, რომ აქ კონკურენციაზე არ შეიძლება იყოს საუბარი. ასევე, არ არსებობს ირანიდან საქართველოში გაზის მიწოდების მექანიზმები. ჯერჯერობით მხოლოდ საუბარი მიმდინარეობს ამ მექანიზმებზე. თუკი ის მოქმედებას დაიწყებს, მაშინ ამ გაზის ბაზარზე არსებობის ადგილი უნდა გამოჩნდეს. თუკი ირანული გაზი აზერბაიჯანულზე დაბალი ტარიფი ეღირება და თუკი მისი მიწოდება გახდება შესაძლებელი, მაშინ, ცხადია, კონკურენციაც გაჩნდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქართული ბაზარი ძალიან პატარაა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის დადებული ხელსეკრულება ჩვენ თავისუფალი მოქმედების საშუალებას გვაძლევს” – ამბობს SOCAR Energy ჯორჯიას გენერალური დირექტორი მახირ მამედოვი.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის განახლების გეგმა დაამტკიცა
შემდეგი სტატიაესპანეთში კონტრაბანდისტებისგან 3 ტონა კოკაინი ამოიღეს