რომან გოცირიძე ბიძინა ივანიშვილს პასუხობს

რომან გოცირიძე ბიძინა ივანიშვილს პასუხობს

gociridze12ბიძინა ივანიშვილმა ეკონომიკურ ფორუმზე კრიტიკულად განწყობილი ექსპერტების, კერძოდ კი, რომან გოცირიძის არ ყოფნას გაუსვა ხაზი. მის კრიტიკას რომან გოცირიძემ, რომელიც მომავალ არჩევნებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიით იყრის კენჭს, განაცხადა, რომ ფორუმი კარიერისტების სამჭედლოა, რომელიც, პრაქტიკულად, არანაირ სამუშაოს არ ასრულებს, ამიტომაც ჩათვალა, რომ მას არ უნდა დასწრებოდა.

ბიძინა ივანიშვილი მერვე ეკონომიკურ ფორუმს ატარებს. ორჯერ დავესწარი, მერე მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა. ვინმეს თუ შეუძლია გაიხსენოს თუნდაც ერთი რჩევა, რომელიც ამ ფორუმმა მიაწოდა მთავრობას და რომელიც გაითვალისწინეს? ან საზოგადოებას თუ დაამახსოვრა რაიმეთი თავი? – ასე ეხმინება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ ორგანიზებულ ეკონომიკის თემაზე დღეს გამართულ კონფერენციას რომან გოცირიძე, სადაც ივანიშვილმა საყვედური გამოთქვა , რომ ფორუმს არ ესწრებოდნენ კრიტიკულად განწყობილი ექსპერტები. კერძოდ საუბარი იყო რომან გოცირიძეზე.

“ეს ფორუმი კარიერისტების სამჭედლოა. შემოიკრიბა მაამებელი ადამიანები, დაარქვა სახელად ექსპერტები, ამართლებინა მთავრობის გაფუჭებული საქმეები და ამის ჯილდოდ დაიწყო მათი დანიშვნა დაბალ თუ მაღალ თანამდებობებზე. ვინც იმ პირველ ფორუმს ესწრებოდა, ზოგი საზღვარგარეთ დასაქმდა საელჩოებში, ზოგი მერიაში, ზოგიც მინისტრების მოადგილეებად და სხვა უწყებებში, ზოგიც ელოდება თავის ბედს. ასეთ გარემოცვაში უნდათ რომ მივიდე ან მიიტყუონ სხვა ადმიანები და ამით სოლიდურობის ილუზია შეუქმნან ადამიანებს.
იყვნენ და იფორუმონ თავისთვის. ან რა უნდა გავიგოთ ახალი ისეთი არც არ მოგვისმენია? ის რომ ბედნიერმა ოთხმა წელიწადმა 2030 წლისთვის გადაინაცვლა, გავიგეთ. პირადად ჩვენ ამდენი ხნის ლოდინს არ ვაპირებთ. ოთხ წელიწადში აშენდა პოსტრშევადნაძისეული საქართველო. ასეც მოხდება მალე” – აცხადებს რომან გოცირიძე “თაიმერთან” საუბარში.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე: ქართველებს არ სურთ წლების განმავლობაში ლოდინი
შემდეგი სტატიაირაკლი გილაური: კარგია, რომ ბიზნესი უსმენს მთავრობას და მთავრობა უსმენს ბიზნესს