რომან გოცირიძე ავსტრალიური MTV-ის სიუჟეტშიც მოხვდა

პარლამენტარი რომან გოცირიძის კადრები, სადაც ის სელფის გადაღებას ცდილობს საქართველოს საზღვრებს გასცდა.
რომან გოცირიძე, ავსტრალიური MTV-ის სიუჟეტშიც მოხვდა.საქმე იმაშია, რომ ბიონსესა და ჯეი ზის ტყუპების შესახებ ცნობა, ბიონსეს მამამ ინსტაგრამზე დაადასტურა. აღნიშნულ ფაქტზეა საუბარი სიუჟეტში, წამყვანი კი პარალელს რომან გოცირიძის ვიდეოსთან ავლებს და ამბობს, რომ მამების თაობას ინსტაგრამზე ლაიქების მოსაპოვებლად ძალიან ბევრი შრომა უწევთ. რომან გოცირიძის კადრებით, პოპულარული გამოცემა BuzzFeed-იც დაინტერესედა.ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საიტ reddit-ზე კი დიდი მსჯელობა გაიმართა იმასთან დაკავშირებით, თუ რას შეიძლება აკეთებდეს რომან გოცირიძე.

https://youtu.be/Ebow6Mm9ooY

 

 

 

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
შემდეგი სტატია“ველი გამოძიებას, რომელიც იქნება არა ზედაპირული, არამედ საფუძვლიანი” – იოჰანეს ჰანი აფგან მუხთარლის საქმეზე