“რომ ვთვლიდე, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშინ ამას თავად ვიტყოდი”- უსუფაშვილი ინაშვილის შიმშილობის აქციას გამოეხმაურა

გივი თარგამაძის დაკითხვას, პარლამენგის თავმჯდომარეო გამოეხმაურა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე “პატრიოტთა ალიანსის” მიერ დაწყებულ შიმშილობის აქციის გამოეხმაურა. უსუფაშვილის ალიანსის წევრებს ურჩევს სათქმელი სხვა გზით გამოხატონ. მისი თქმით საკითხი საარჩევნო კომისიებმა და სასამართლოებმა უნდა განიხილონ.
“თუკი წაგებული მხარე ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მას უნდა მოვუსმინოთ, უნდა შევხედოთ, რა არგუმენტებია. ეს საკითხი საარჩევნო კომისიებმა და სასამართლოებმა უნდა განიხილონ, მაგრამ ამასობაში, მე ახლა ვილაპარაკო, რომ არა არ გაყალბდა… რომ ვთვლიდე, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშინ ამას თავად ვიტყოდი. შეიძლება არ მეშიმშილა, მაგრამ პოზიცია სხვანაირად გამომეხატა. დამკვირვებლები იმიტომ არსებობენ, რომ ასეთ დროს, მათ თავისი აზრი თქვან და ჩვენც მათ უნდა დავუჯეროთ, ვიდრე მეტი ყურადღება გამარჯვებულ-დამარცხებული მხარეების კომენტარებს მივაქციოთ. ზოგადად, ვისურვებდი, რომ საქმე ასეთ პროტესტის ფორმებამდე არ მივიდეს, რადგან ეს მარტივი თემა არ არის. სამწუხაროდ, ქვეყანაში შიმშილობის ბევრი ტალღა და ამასთან დაკავშირებული ემოციები გვახსოვს. ვთხოვ კოლეგებს, მათგან ბევრს ძალიან ახლოს ვიცნობ, იქნებ სხვა გზებითაც მოხერხდეს იმავეს თქმა და არა შიმშილობით, რომლის გამოცდილებაც გვაქვს და აღარ მინდა, რომ ეს გამოცდილება გაგრძელდეს. იქნებ პრობლემები სხვანაირად მოვაგვაროთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსის“ განცხადებით „ქართულმა ოცნებამ“ საგარეჯოში შუალედური არჩევნების შედეგები გააყალბა და ირმა ინაშვილის ნაცვლად გამარჯვება თამარ ხიდაშელმა მოიპოვა. პარტიის წევრები მინისტრებს, თინათინ ხიდაშელსა და გიგლა აგულაშვილს არჩევნებში ჩარევის გამო ადანაშაულებენ და მათი გადაგდომის მოთხოვნით უკვე მეორე დღეა შიმშილობენ.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლო “რუსთავი 2”-ის ახალი სარჩელის განხილვას ხვალ დაიწყებს
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: რუსებს ჩემს თავდაცვის მინისტრობასთან დაკავშრებით პრობლემა აქვთ