“მე რომ ვყოფილიყავი კომისიის წევრი, ხმას არ მივცემდი” – ლევან გოგიჩაიშვილი უვადოდ გამწესებულ მოსამართლეებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრი რომ ყოფილიყო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძის უვადოდ გამწესებას ხმას არ მიცემდა.

„მე რომ ვყოფილიყავი კომისიის წევრი, ხმას არ მივცემდი. არ მივცემდი ხმას თქვენს მიერ დასახელებულ კანდიდატურას,“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მიხეილ ჩინჩალაძე და ოთარ სიჭინავა უვადო მოსამართლეებად დანიშნენ, შორენა ყაველაშვილი კი სასამართლოში სამ წლიანი გამოსაცდელი ვადით გამწესდა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი დღეს ესტონეთის რესპუბლიკას ეწვევა
შემდეგი სტატიამძიმე დარღვევების გამო „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მმართველი დაინიშნა