“რომ მცოდნოდა ამას მკითხავდით, პროკურატურის ვებგვერდიდან ამოვკრებდი ინფორმაციას და მოგიტანდით”

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას რომ სცოდნოდა ფარულ კადრებთან დაკავშირებით შეკითხვას დაუსვამდნენ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მოიძიებდა.

ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტი დაინტერესდა, იცოდა თუ არა ყოფილმა პრემიერმა, რა ეტაპზეა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება.

“შეგიძლიათ მოიკითხოთ ეს პროკურატურაში. მე ამ ინფორმაციით მზად არ მოვედი, თორემ რომ მცოდნოდა პროკურატურაზე უნდა მესაუბრა მოვითხოვდი ამ მასალებს, ამოვკრიბავდი ინტერნეტიდან, პროკურატურის ვებ-გვერდიდან და მოგიტანდით, საუბედუროდ, არ გამაფრთხილეთ”,- მიმართა გადაცემა “ინტერვიუს” წამყვანს ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,ჩემთვის სამარცხვინო იყო, რომ შალვა შავგულიძემ გიგი უგულავა პოლიტპატიმრად დაასახელა”
შემდეგი სტატიამოსამართლე გუჯაბიძის სკანდალზე რუსთავი 2-მა ახალი დოკუმენტი მოიპოვა