”ის რომ ბიძინა ივანიშვილი ჩართული იყოს საარჩევნო კამპანიაში ამაში სენსაციური არაფერი არ არის”

ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩართული იყოს პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში, ამაში სენსაციური არაფერია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, თუ რა ფორმით ჩაერევა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში.

„მე არ ვიცი ბატონი ბიძინა ჩაერევა თუ არა, თუმცა თუ ის გუნდს დაეხმარება. თქვენ იცით, რომ პარტია „ქართული ოცნება“ ამ ადამიანის მიერ არის დაფუძნებული, ის რომ ჩართული იყოს საარჩევნო კამპანიაში ამაში სენსაციური არაფერი არ არის. პირიქით, მე ვფიქრობ მისასალმებელია. ხელს შეუწყობს „ქართული ოცნების“ კამპანიის ჩატარებას. რა ფორმით, როგორ, ჩაერთვება თუ არა, ამაზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიებს, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მასზე მუშაობა დასრულებული არ არის.

„ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ ჩვენ ამაზე და ერთი და იმავეს გამეორება ყოველდღე მიწევს. ამიტომ დაველოდოთ როდესაც იქნება დასრულებული მუშაობა და გადაწყვეტილება მიღებული. ეს ცნობილი გახდება ყველასთვის. დასამალი არაფერია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: უთანხმოება, რომელიც არჩევნების თარიღთან დაკავშირებით იყო, აუცილებლად უნდა მოგვარდეს
შემდეგი სტატიაკოჯორში 27 წლის მამაკაცის ცხედარი დამარხული იპოვეს