როკფელერების კოლექცია აუქციონზე 830 მილიონ დოლარად გაიყიდა

ხელოვნების ნიმუშების კოლექცია, რომელიც გარდაცვლილ ამერიკელ მილიარდელს დევიდ როკფელერს და მის მეუღლეს, პეგის ეკუთვნოდათ, აუქციონზე 830 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს ყველაზე დიდი თანხაა, რომელიც კერძო კოლექციის გაყიდვით მიიღეს. მანამდელი რეკორდი 373 მილიონი ევრო, 2009 წელს დამყარდა, როცა ფრანგი მოდელიორის ივ სენ-ლორანის კოლექცის გაიყიდა.

როკფელერების კოლექცია ნიუ-იორკში Christie’s აუქციონზე იყო გატანილი. უკანასკნელი რაუნდი 11 მაისს ღამით დასრულდა. აუქციონი წინადადებებს იღებდა აშშ-დან, გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან, აზიიდან – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიირანის აიათოლა ისრაელის განადგურებით იმუქრება
შემდეგი სტატიაFrightened Rabbit-ის ვოკალისტი გარდაცვლილი იპოვეს