როგოზინმა ესროლა საკუთარ… ფეხს

ცჰემს ფეისზე გოგოები არიან

ცჰემს ფეისზე გოგოები არიანგავრცელდა ინოფრმაცია, თითქოს რუსეთის მთავრობის მოადგილე, დმიტრი როგოზინი ფეხში დაიჭრა და მკურნალობას მოსკოვის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადის. მან ტირში, სავარჯიშო სროლების დროს, შემთხვევით ტყვია საკუთარ ფეხში მოიხვედრა, თუმცა ამ დრომდე ის უბადლო მსროლელად ითვლებოდა.
„ინტერფაქსის“ წყაროს მიხედვით, როგოზინი არ ესწრებოდა მთავრობის შეხვედრას პრეზიდენტთან, რომელიც გასულ კვირას გაიმართა. მისმა თანაშემწემ, ნიკიტა ანისიმოვმა უარყო მის უფროსზე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს როგოზინი, საკუთარი პერსონის მიერვე არის დაჭრილი ფეხში.
ანისიმოვის მიერ „რიანოვოსტთან“ გაკეთებული განცხადების მიხედვით, როგოზინმა მართლაც აიღო რამდენიმე დღით ავადმყოფობის ცნობა მცირე ტრავმის გამო, რომელიც მან ხელბურთის თამაშის დროს მიიღო. თანაშემწემ ასევე დაამატა, რომ როგოზინი დღეს უკვე სამსახურშია და „ჩაატარა თათბირი კოსმოდრომ „ვოსტოჩნისთან“ დაკავშირებით“.
ამ ინციდენტმა ბევრს მისი კომეტარი გაახსენა. ამას წინათ როგოზინმა თავის ფეისბუქზე დასცინა დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გამო: „მართალი გითხრათ, ესენი არაადეკვატურად იქცევიან. მათი სანქციები – საკუთარ ფეხში გასროლასავითაა. ბაზარი შეიძლება ერთ წუთში დაკარგო, ხოლო მის აღდგენას ათეული წლები დასჭირდება“ – წერდა როგორზინი.
52 წლის როგოზინი იარაღის კოლექციონერია, არის სპორტის ოსტატი ხელბურთში, უყვარს პრაქტიკული სროლები, მაგრამ ამ ინციდენტის შემდეგ, იმედია, იარაღის ხმარებისგან თავს შეიკავებს.

banner
წინა სტატიაში“გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას კონსტრუქციულობასთან დაკავშირებით, მივესალმები”
შემდეგი სტატიაშსს-ს მიერ ცხელ კვალზე დაკავებული პირი ყაჩაღობის სხვა შემთხვევებშიც ფიგურირებს