როგორი იქნება უკრაინის მინისტრთა კაბინეტი

არსენ ავაკოვი, პაველ პეტრენკო და ვიაჩესლავ კირილენკო, სავარაუდოდ, უკრაინის ახალ მინისტრთა კაბინეტში დარჩებიან, რომელსაც ვლადიმირ გროისმანი უხელმძღვანელებს.
სლოვაკი ივან მიკლოში, უკრაინული მედიის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს ნამდვილად არ უხელმძღვანელებს, თუმცა, სამინისტროს კანდიდატი ჯერჯერობით არ სახელდება.

ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს, სავარაუდოდ, იგორ ჟდანოვი უხელმძღვანელებს. იუსტიციის, შსს, კულტურისა და განათლებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროების კვოტა არსენ იაცენიუკის პარტია “სახალხო ფრონტისაა”. განათლების მინსიტრად ლილია გრინევიჩს ასახელებენ. ილია კოვალოვს კი – ეკონომიკის მინისტრად.

ჯანდაცვის მინისტრად საუბარია დიმიტრი შიმაკივზე, თუმცა, მას საერთოდ არ უნდა მთავრობაში ყოფნა – მან ადრე ვიცე-პრემიერის თანამდებობაზეც უარი განაცხადა.
დეპუტატი ივან კლიმპუშ-ცინცაძე შესაძლებელია ევროპინტეგრაციის ვიცე-პრემიერი გახდეს.

ამასთანავე, “უკრაინსკაია პრავდას” ცნობით, ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილთან მოლაპარაკებები მიდის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნისათვის იმ შემთხვევაში, თუკი ახლანდელი ხელმძღვანელი, ბორის ლოჟკინი მინისტრთა კაბინეტში გადაინაცვლებს.

banner
წინა სტატიაშიბოკერია NDI-ის კვლევაზე: ხელისუფლებისთვის ეს არის პოლიტიკური განაჩენი
შემდეგი სტატიაგადააყენებენ თუ არა სააკაშვილს