როგორი იქნება “ოცნების” საარჩევნო სიის ათეული?- ია ანთაძე, ვასილ მაღლაფერიძე და კობა ლიკლიკაძე

„ალია“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ათეულის შესახებ წერს და აცხადებს, რომ ათეულში ჟურნალისტი ია ანთაძე, ჯიდიესის გადაცემა 20/30-ის პროდიუსერი ვასილ მაღლადერიძე და რადიო „თავისუფლების“ ქართული სამსახურის ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე მოხვდება. გამოცემასთან აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

„ქართული ოცნების“ სიაში შესვლას უარყოფენ თავად კანდიდატები. ია ანთაძის განცხადებით, ის როგორც წარსულში რამდენიმე შემოთავაზების შემთხვევაში ახლაც უარს ამბობს პოლიტიკაში წასვლაზე და ჟურნალისტად რჩება. იგივეს აცხადებს „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძეც: „ ახლა პრაღაში სათაო ოფისში ვზივარ, ჩემს საავტორო გადაცემას ვაკეთებ. პოლიტიკაში წასვლის სურვილი არასდროს გამჩენია“- აღნიშნა ლიკლიკაძემ „ალიასთან“. გაცილებით კატეგორიული იყო ვასილ მაღლაფერიძე, მისი თქმით ეს იდიოტური ინფორმაციაა „ვინც თქვენ ეს ინფორმაცია მოგაწოდაღ, არის იდიოტი… ჩემგან კოსმოსში გაფრენას უფრო უნდა ელოდოთ, ვიდრე პოლიტიკაში დაბრუნებას“- განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

 

წყარო: გაზეთი “ალია”

 

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ დასკვნა პრეზიდენტს გადაეგზავნა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ალბათ დამეთანხმებით, რომ ქალაქში არსებული მდგომარეობით ყველა შეწუხებულია