“როგორი 100 ქარხანაც გახსნა „ოცნებამ“, ისეთივე 100 მანდატი ექნება პარლამენტში”- ბაქრაძე კვირიკაშვილს პასუხობს

“ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დავით ბაქრაძე „რუსთავის 2“-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს გამოეხმაურა. მისი თქმით, „ოცნების“ ხელისუფლების რეიტინგი მთლიანად ჩამოშლილია.
“ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა კვლევა ცალსახად აჩვენებს იმას, რომ „ოცნების“ ხელისუფლების რეიტინგი არის მთლიანად ჩამოშლილი და ჩვენს მოსახლეობას აღარ სურს იცხოვროს იმ ქვეყანაში, რომელსაც ჰყავს უნიათო და საქმის არგამკეთებელი მთავრობა, რომელსაც არ ესმის ხალხის პრობლემა და უფრო მეტი, პირიქით, უმტკიცებს ხალხს, რომ ყველაფერი კარგად არის და მოსახლეობა ვერ იგებს რამდენად კარგად ცხოვრობს. ასეთი ხელისუფლება ხალხს აღარ უნდა და ამას აჩვენებს დღეს გამოქვეყნებული კვლევაც, ისევე როგორც ყველა სხვა კვლევა, რომელიც ბოლო 6 თვის განმავლობაში გამოქვეყნდა”-აღნიშნა ბაქრაძემ.
მისი თქმით, არჩევნებზე დადგება ის შედეგი, რომელსაც ეს კვლევები აჩვენებს.
“დადგება ის შედეგი, რომელსაც იმსახურებს ქართველი ხალხი, რომ შეჩერდეს უკუსვლა, უძრაობა და ქვეყანა წავიდეს წინ“- თქვა მან.
დავით ბაქრაძემ პრემიერ-მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, „ქართული ოცნება“ პარლამენტში 100 დეპუტატით შევა.
„100 როგორც ჩანს მაგიური რიცხვია. როგორი 100 ქარხანაც გახსნა „ქართულმა ოცნებამ“, ისეთივე 100 მანდატი ექნება პარლამენტში“ – განაცხადა ენმ-ს ლიდერმა საკითხის კომენტირებისას.

banner
წინა სტატიაშითბილისის 95-ე საჯარო ბაგა-ბაღის შენობა ენერგოეფექტურ შენობად გადაკეთდა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი გერმანიაში ვიზიტის დროს ანგელა მერკელს შეხვდება