როგორც ვირთხები! იანუკოვიჩის დროსაც ასეთი არ ხდებოდა!

“უკრაინის სახალხო დეპუტატებს იმდენად ეშინიათ საკუთარი ხალხის, რომ სამსახურში გვირაბებით დადიან გაძლიერებული დაცვის თანხლებით. თავის ელიტურ ავტომანქანებს, რომლებიც მილიონობით გრივნა ღირს, უმაღლესი რადას შენობის მოშორებით აყენებენ და თავად, ვირთხების მსგავსად, “შავი ხვრელებით” დაძვრებიან.
დღეს დილით მიტინგის კოორდინატორებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს თხოვნით მიმართეს არ მიაყენონ დეპუტატებს ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა პარლამენტართა უმრავლესობამ გადაწყვიტა რადაში შემოვლითი გზით მოხვედრილიყო. თავიანთ ძვირადღირებულ ავტომანქანებს ისინი ბანკის ქუჩის კუთხეში ტოვებენ ან “აჯანყების” ეპიცენტრიდან კიდევ უფრო შორს, ქუჩაში გადაადგილდებიან სწრაფად და აშკარად ნერვიულობენ.
აქტივისტები აღნიშნავენ, რომ იანუკოვიჩის დროსაც კი დეპუტატებს არ ეშინოდათ ხალხში გამოჩენის და რადას შენობაში შედიოდნენ ცენტრალური შესასვლელიდან.
დეპუტატებს პეტრო პოროშენკოს ბლოკიდან პანიკურად ეშინიათ ხალხის. ე.წ. დეპუტატებს, რომლებიც რადაში უკრაინელთა მიერ დაღვრილი სისხლის მეშვეობით მოხვდნენ და ახლა მებრძოლ ხალხს ძარცვავენ, კარგად ესმით, რომ თუ ისინი გავლენ ქუჩაში, ხალხი მათ ჩაქოლავს! არიან ისეთი დეპუტატებიც, რომლებიც შიშის გამო საერთოდ არ დადიან უმაღლესი რადას სხდომებზე.
ხვალ, 19 ოქტომბერს, შესაძლოა ქვორუმის უქონლობის გამო რადას სხდომა ჩაიშალოს.

https://youtu.be/57x_LIwSvRw

banner
წინა სტატიაშისოფელი ეკი- “პატრონი არავინ ჰყავს არც სოფელს და არც ქვეყანას” (ფოტოები)
შემდეგი სტატიარადას დეპუტატი მუსტაფა ნაიემი პეტრო პოროშენკოს შეხვდება