კონსტანტინე გამსახურდია: როგორც ველოდი, დიდად წინ ვერ წავედით, შესაბამისად კითხვები არ მოხსნილა

როცა ლუდი არის შარდი, ვერ უშველის სტალინზე დარდი

კონსტანტინე (კოკო) გამსახურდიაკონსტანტინე გამსახურდია ე.წ. “ციანიდის საქმეზე” პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს: “ვუსმინე პროკურატურის პრესკონფერენციას “ციანიდის საქმეზე” და როგორც ველოდი, დიდად წინ ვერ წავედით, შესაბამისად კითხვები არ მოხსნილა:
1. ის, რომ თავისი კერძო კომპიდან დეკანოზი ღამის საათებში მუშაობდა და შედიოდა google-ში, საეჭვოა, რადგან თავისუფლად ხდება სატელეფონო მოსმენების პრინციპით ხაზზე ჰაკერული დაჯდომა და შესაბამისი მისამართით ოპერაციების შესრულება. შედეგი: ისე გამოჩნდება, რომ სწორედ ეს პიროვნება ეძებდა რაღაცას. ასეთი შემთხვევები ჩვენს ქალაქშიც ყოფილა. სუს-ს და სამართალდამცავებს, თუკი სათანადო ნება არსებობს, ეს წესით არ უნდა გაუჭირდეთ.
2. ზოგადად თუ ვიტყვით, ყოვლად უსიმპატიოა სამღვდელო პირისგან ასეთი მოჟარგონო სლენგებით საუბარი (“დასაბრედია” და ა.შ.) მაგრამ წარმოიდგინეთ, თბილისში დღეში რამდენი ადამიანის პირიდან ამოდის მსგავსი ტექსტი გინებასთან ერთად? აბა ყველა დასაჭერი ყოფილა. თვითონ დეკანოზის თანამოსაუბრე ირაკლი მამალაძეზე რამდენი პირიდან ამოვიდოდა ასეთი “კურთხევა”? და ვინც იცის, როგორც სძაგს შორენა არაერთ ეპისკოპოსს თუ სამღვდელოს, გასაკვირიც არაა პრინციპში გამოხატვის ეს ფორმა. (თან სძაგთ, თან მაინც ყველას ურჩევნიათ, რამდენადაც მუნჯის ენა დედამ იცის. დედა კი შორენაა)
3. დეკანოზმა ჩემოდანი 6 საათის დაგვიანებით მიიღო. თუ წინასწარ ჰქონდათ ეს ინფორმაცია, რაში დაჭირდათ 6 საათი? პრინციპში 10 წუთში შეიძლებოდა კამერების წინაშე, კანონით გათვალისწინებული პროცედურით ყველაფრის მოგვარება. ამ შემთხვევაშო 6 საათის მანძილზე ვთქვათ, ომბუდსმენის კამერის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო ეს ჩემოდანი, და ამ შემთხევევაში არაფერი იქნებოდა საეჭვო. მოკლედ ან 10 წუთი, ან ობუდსმენის კამერის კონტროლი.
4. ეს საქმე უნდა განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, სადაც ყოველი მსაჯული იტყვის თავის აზრს. პროცესი უნდა იყოს აბსოლუტურად საჯარო” – წერს კონსტანტინე გამსახურდია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ პროკურატურამ “ციანიდის საქმეზე” სპეციალური განცხადება და ვიდეო-მასალა გამოაქვეყნა.

banner
წინა სტატიაში(video) შალვა ნათელაშვილი: „საქართველომ გაიმარჯვა!
შემდეგი სტატიაქაბულში საავადმყოფოს დაესხნენ თავს