“როგორც საკუთარმა, ისე შემძრა ირინა ენუქიძის ტრაგედიამ”

კალაძის აზრით, გაზსადენის აფეთქებაზე არეშიძის განცხადებით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ირინა ენუქიძის თამარ მეფის ორდენით დაჯილდოების ფაქტს ეხმაურება.

როგორც კახა კალაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, საქართველოს მოსახლეობამ, ირინა ენუქიძის მიმართ მოწიწება და პატივისცემა, დღეს კიდევ ერთხელ გამოხატა.

“ირინა ენუქიძე… როგორც საკუთარმა, ისე შემძრა მისმა ტრაგედიამ… ირინა ენუქიძე თავისი ტრაგიკული გმირობით სამუდამოდ შევიდა ისტორიაში – როგორც სიმბოლო დედის, მებრძოლი ქალის.

პირადად ჩემთვის გირგვლიანის მკვლელობა იყო წყალგამყოფი სახელმწიფოსა და რეჟიმს შორის. სანდროს და ირინას ტრაგედიამ გააშიშვლა ყველა ის არანორმალური, არაჯანსაღი პროცესი, რაც დემოკრატიის შირმის უკან ხდებოდა. ირინა ენუქიძის ბრძოლამ არამარტო სანდროს მკვლელობა, არამედ ძალადობის ყველა მსხვერპლის ტრაგედია გამოიტანა სააშკარაოზე და რეჟიმს ჩამოხსნა ნიღაბი.

დღეს კიდევ ერთხელ – ჩვენ, საქართველოს მოსახლეობამ მოწიწება და პატივისცემა გამოვხატეთ მის მიმართ!”,- წერს სოციალურ ქსელში ენერგეტიკის მინისტრი.

banner
წინა სტატიაში“დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არა საქართველოს, არამედ რომელიღაც წარმატებული ქვეყნის მეთაური საუბრობდა”
შემდეგი სტატია,,არსებობს მტკიცებულებები, რომ ის უდანაშაულოა”- რას მოითხოვს მაგდა პაპიძის ადვოკატი