“როგორც ჩანს, პრემიერმა ჩათვალა, რომ ის პირველი რიგის ამოცანები შესრულებულია და ახლა ახალი სისხლი, ახალი ადამიანი სჭირდება ქვეყანას”

თინა ხიდაშელს ნოემბრის ბოლომდე მოხსნიან?

როგორც ჩანს, პრემიერმა ჩათვალა, რომ პირველი რიგის ამოცანები შესრულებულია და ახლა ახალი სისხლი, ახალი ადამიანი სჭირდება ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი , თინა ხიდაშელი “რუსთავი2”-თან საუბარში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პრემიერის პოსტის დატოვებას.
როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, იცოდნენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამ გადაწყვეტილების შესახებ ფიქრობდა უკვე კარგა ხანია, თუმცა რომელ დღეს და რომელ საათზე მოხდებოდა, ეს არ იცოდნენ.
“ირაკლის ჰქონდა იმის სურვილი და მოლოდინი, საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ არა აქვს მნიშვნელობა ასაკს, არა აქვს მნიშვნელობა იმას, რა ძალაუფლებას ატარებ, როდესაც ჩათვლი, რომ კონკრეტული მიზანი, იმ მომენტის ამოცანა მიღწეულია, შესაძლებელია ასპარეზი დაუთმო სხვა ადამიანებს.
ვფიქრობ, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში გარდამტეხი გადაწყვეტილება, რომელიც სულ რამოდენიმე დღის წინ მივიღღეთ, იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ამ გადაწყვეტილების თარიღის მომწიფებისთვის.
როგორც ჩანს, პრემიერმა ჩათვალა, რომ ის პირველი რიგის ამოცანები შესრულებულია და ახლა ახალი სისხლი, ახალი ენთუზიაზმი, ახალი ადამიანი სჭირდება ქვეყანას. ამიტომ, ასეთი მოქმედება, განსაკუთრებით საქართველოში, დასაფასებელია”, – განაცხადა ხიდაშელმა.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეიძლება გახდეს ახალი პრემიერი, ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ეს საპარლამენტო უმრავლესობის გადასაწყვეტია. ხიდაშელი განსაკუთრებულ სიურპრიზებს არ ელოდება და იმედოვნებს, რომ მომავალ მთავრობაში გააგრძელებს მუშაობას.

banner
წინა სტატიაშიხუხაშვილი პრეზიდენტთან დამწვარი ხიდის აღდგენაზე საუბრობს
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი არ აკონკრეტებს, თუ ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი