“როგორც არ არის უცდომელი მთავარობა, ასევე არ არის უცდომელი სახალხო დამცველი”

იუსტიციის საბჭოში შექმნილ ვითარებაზე სახალხო დამცველი პასუხისმგებლობას თეა წულუკიანს აკისრებს – ამ საკითხს აფასებენ უმრავლესობის წევრები. პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის თქმით,  საერთაშორისო არცერთი სტრუქტურა კომპეტენტური არ დარჩენილა რომელსაც საგანგებო და მაღალი შეფასება არ მიეცა.

“მე ჩავარდნილს ნამდვილად ვერ დავარქმევ, გადაიდგა სერიოზული ნაბიჯი და ეს ბოლო ნაბიჯი არა არ არის რა საკვირველია, ხელისუფლება კიდევ წინ წაიწევს და ვფიქრობ საკანონმდებლო ინიციატივები იქნება ამასთან დაკავშირებით. საერთაშორისო არცერთი სტრუქტურა კომპეტენტური არ დარჩენილა რომელსაც საგანგებო და მაღალი შეფასება არ მიეცა იმ რეფორმებისთვის მათ შორის სასამართლო სისტემაში რაც საქართველოში ხორციელდება, შედეგი ამისა არის ის ვიზა ლიბერალიზაცია და ინტენსიური სვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის თქმით, სახალხო დამცველის ყველა რეკომენდაცია ვერ იქნება  გაზიარებული.

“სახალხო დამცველს აქვს უზარმაზარი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან და მისი რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა არის გაზიარებული, ყველა რეკომენდაცია ბუნებრივია ვერ იქნება გაზიარებული იმიტომ, რომ როგორც არ არის უცდომელი მთავარობა, მინისტრი ასევე არ არის უცდომელი სახალხო დამცველი“,- აღნიშნა სუბარმა.

banner
წინა სტატიაში„მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აპრობირებულია, რომ პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს სიას,
შემდეგი სტატიააზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო