როგორ ვუმკურნალოთ მზის დარტყმას

აგვისტო და ძლიერი სიცხეები ჯერ კიდევ წინაა და შესაბამისად ძალიან ადვილია მზის დარტყმის მიღება.

მზის დრტყმას შემდეგი  სიმპტომები ახასიათებს:

  • თავბრუსხვევა;
  • გულისრევა;
  • მაღალი სიცხე;
  • საერთო სისუსტე;
  • პულსის აჩქარება;
  • ყურების დახშობა.

მზის დარტყმის მიღება შეიძლება არამარტო მზეზე ყოფნით არამედ თერმორეგულაცია ასევე ირღვევა სიცხეში ფიზიკური მუშაობისას:   მაგ ქარხნებში, საამქროებში, ასევე სიცხე საშიშია გულ–სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.

პირველი დახმარება მზის და სითბური დარტყმის დროს:

1. გადაიყვანეთ დაზარალებული ჩრდილში, სუფთა ჰაერზე.

2. მოათავსეთ ნახევრადმჯდომიარე მდგომარეობაში.

3. გაანთავისუფლეთ მოჭერილი და სინთეტიკური სამოსისგან.

4. ცხვირთან მიუტანეთ ნიშადურის სპირტში დასველებული ბამბის ტამპონი.

5. თავი, კისერი და გულ-მკერდი გაუწმინდეთ გრილ წყალში დასველებული დოლბანდით.

6. დაალევინეთ დიდი რაოდენობით სითხე – წყალი, წვენი, კომპოტი.

7. თუ დაზარალებულის სხეულის ტემპერატურა მოზრდილებში 39˚ჩ და ბავშვებში 38˚ჩ მეტია, შეიძლება მისცეთ რომელიმე სიცხის დამწევი საშუალება.

იმ შემთხვევაში თუ ადამიანი უგონოდ იმყოფება მას პირველ რიგში გულის პირდაპირი მასაჟი და ხელოვნური სუნთქვა უნდა გავუკეთოთ. შემდეგ კი სასწრაფოდ სამედიცინო პუნქტში წავიყვანოთ.

banner
წინა სტატიაშიბათუმში შვიდმა ადამიანმა მზის დამწვრობა მიიღო
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი : მთელი ღამის განმავლობაში მხარს ვუჭერდით და ვგულშემატკივრობდით თითოეულ მეხანძრეს, რომლებიც ცეცხლს ებრძოდნენ