თურქეთის ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, თურქეთში სხვადასხვა ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადის პროცენტულმა მაჩენებლებმა ცვლილება განიცადა და საერთო ჯამში უმნიშვნელოდ იკლო…
გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე მეტი კლება იაპონიიდან ჩამოსულ ტურისტებზე მოდის – 37%. მეორე ადგილზე კი – იტალიაა, საიდანაც ჩამოსულებს 26% მოაკლდათ. 18-18 %-თ იკლო ტურისტების რაოდენობამ რუსეთიდან და საფრანგეთიდან… სამაგიეროდ 30 %-თ გაიზარდა ტურისტების რაოდენობა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან და ერაყიდან, საერთო ჯამში კი, თურქეთში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით ტურისტების ნაკადმა 1,36 %-თ მოიკლო. 2015 წლის 11 თვის მონაცემებით თურქეთი 34,8 მილიონმა ტურისტმა მოინახულა. ჩამოსულთაგან ყველაზე მეტი – გერმანელები – 15,5%, რუსები -10,4% და ინგლისელები -7% არიან.
ტურისტების ნაკადის მცირეოდენით კლებას, თურქული ტურიზმის მესვეურები უსაფრთხოების პრობლემებსა და რუსეთთან გამწვავებულ სიტუაციას უკავშირებენ. არსანიშნავია, რომ 2014 წელს თურქეთი, 4,38 მილიონმა რუსმა ტურისტმა მოინახულა.
www.timer.ge