როგორ გამოიყენებს პუტინი რუსული თვითმფრინავის კატასტროფას სინას ნახევარკუნძლზე და რატომ უნდა ეშინოდეს ამის უკრაინას? – რუსი პოლიტოლოგის პროგნოზი

პუტინმა რაღაც სერიოზული ჩაიფიქრა

putin
რუსეთის პრეზიდენტი ეცდება გამოიყენოს ეგიპტეში მომხდარი კატასტროფა, რომლის დროსაც დაიღუპა 224 ადამიანი, რათა გააძლიეროს რუსეთის სამხედრო შენაერთების, მათ შორის სახმელეთო ჯარების ყოფნა ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, სირიაში – ასეთი აზრი გამოთქვა რუსმა პოლიტოლოგმა ანდრეი პიანტკოვსკიმ. „რუსეთის რეაქციამ შეიძლება სერიოზულად შეცვალოს პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში და მსოფლიოში. ეს საფრთის შემცველი იქნება უკრაინისთვისაც. როცა შეუძლებელი გახდება ტერაქტის ვერსიის უარყოფა, (რაც სავარაუდოდ, დღეისთვის კატასტროფის მთავარი მიზეზია), პუტინი გამოვა ბუნკერიდან და მოუწოდებს ყველას, დაიცვას სამშობლო თავის „გადამწყვეტ ბრძოლაში“. ტელეპროპაგანდა გაოგნებულ ობივატელს კიდევ ერთხელ მიაწვდის ცინიკურ კოქტეილს, რომელიც 22 ივნისისა და 11 სექტემბრის ნარევი იქნება. ამის გაკეთება არ შეიძლებოდა ადრე, რადგან ძალიან ძლიერი იყო ავღანეთის ომის ხსოვნა“ – წერს პიონტკოვსკი.

მისი აზრით, „პუტინს, ხელისუფლებაში რომ დარჩეს, სჭირდება ომი, ამიტომ სინას ნახევარკუნძულზე მომხდარი ტერაქტი მისთვის არის საშუალება, გააღვივოს ისეთი საომარი ისტერია, რომელიც მოშლის ნებისმიერ მუხრჭს საზოგადოებაში. „ჩვენ ხომ თავს დაგვესხნენ, ჩვენ ვალდებულები ვართ, ვუპასუხოთ. ჩვენ უნდა ვიძოთ შური, ამისთვის კი საჭიროა ჩვენი საომარი ოპერაციის გაძლიერება სირიაში“ – ასეთი იქნება პიონტკოვსკის აზრით, რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის მორიგი შეტევა მოსახლეობის გონებაზე.
მაგრამ რატომ არის საომარი ოპერაციის გაფართოება სირიაში საშიში უკრაინისთვის?
პუტინი სულ უფრო აღვივებს ომის ისტერიას და ეტყობა, რაღაც ჩაიფიქრა დასავლეთის წინააღმდეგ. საფრთხის ქვეშაა უკრაინაც, რადგანაც კრემლი არც ცდილობს გაიყვანოს ჯარები დონბასიდან. „თქვენ ფიქრობთ მოსკოვი წავა უკრაინიდან? კრემლი არასოდეს შეასრულებს მინსკის შეთანხმებებს, რაც დაკავშირებულია ჯარების სრულ გაყვანაში და სასაზღვრო კონტროლის გადაცემაში. ამიტომ უკრაინა არ უნდა მოექცეს პარიზის და ბერლინის ზეწოლის ქვეშ და ხელი არ უნდა შეუწყოს მოსკოვის მიერ კონტროლირებადი „ლუგანდონიის“ (ლუგანსკის და დონეცკის ოკუპირებული ოლქები), როგორც კანცერის სიმსივნის ჩანერგვას უკრაინის პოლიტიკურ სივრცეში. უკრაინელების დამოკიდებულება ამ ტერიტორიებთან, ისევე როგორც ყირიმთან, უნდა იყოს როგორც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან“ – ურჩევს რუსი პოლიტოლოგი.
და იქვე აგრძელებს: „როგორც თავგადაკლული მოთამაშე, პუტინი სულ უფრო გაზრდის ფსონს, უფრო და უფრო გააფართოვებს საომარ ოპერაციას სირიაში. ამავე დროს ის არ დაივიწყებს უკრაინას, რადგან სირიაში სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ძვირად მიჰყიდოს საკუთარი თავი ამერიკელებს, როგორც აუცილებელი მოკავშირის, რომლის გარეშეც არაფერი გაკეთდება. ამიტომ პუტინი წაუყენებს დასავლეთს თავის პირობებს, დაასახელებს ფასს, რაც მდგომარეობს მისი უფლების აღიარებაში, რომ ის დომინირებდეს პოსტ საბჭოთა სივრცეში“ – ასკვნის ექსპერტი.
„სულ რაღაც 40 წლის განმავლობაში რუსეთი მესამედ აბიჯებს ერთსა და იმავე ისლამურ ფოცხზე: ავღანეთი დასრულდა რუსეთის დაშლით; ჩეჩნეთი – კაპიტულიაციით და კადიროვისთვის სამუდამო ხარკის გადახდით“ – ასეთია პიონტკოვსკის პესიმისტური პროგნოზი.

banner
წინა სტატიაშირუსებმა სირიაში ისევ მშვიდობიანი მოსახლეობა დახოცეს… (VIDEO)
შემდეგი სტატიაპუტინის ყოფილი მრჩეველი და რუსეთის ,,მედია-ბოსი,, ვაშინგტონში მკვდარი იპოვეს…