“როდესაც არაფერი გაქვს სათქმელი, საზოგადოებისთვის ამ ტიპის ბოდვა უნდა ჩართო” – გიგა ბოკერია ივანიშვილს პასუხობს

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია ყოფილი პრემიერის ბრალდებებს გამოეხმაურა.
როგორც მან “კურიერთან” აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან დესტაბილიზაციის მოწყობის სურვილი “ისეთივე ბოდვაა, როგორც ის, რომ ენმ რადარებიდან გაქრება”.

“მისი მარიონეტების შემდეგ, ამ ჯაჭვში ბელადი ივანიშვილიც ჩაერთო დღეს ვერ მოითმინა, მანამდე ამ სისულელისა და ბოდვის ტირაჟირება პრემიერსა და შს მინისტრს დაავალა. როცა საზოგადოებისთვის არაფრის თქმა არ შეგიძლია ამ ტიპის ბოდვა უნდა ჩართო, ისინი თვლიან, რომ მსგავსი განცხადებებით შეძლებენ ამომრჩევლის დაშინებას. ეს მათ ვერ უშველის – ეს არის ილუზია. დააკვირდით რაზე ხარჯავს ივანიშვილი და მისი გუნდი დროს, მათ არ აინტერესებთ საზოგადოება, არც ის პრობლემები რაც არის, სიღარიბე, არც კრიმინალი რომელიც ყოველდღიურად საფრთხეს უქმნის ჩვენს მოქალაქეებს. ისინი ამაზე არ საუბრობენ, ყურადღებას ამახვილებენ ნაციონალურ მოძრაობაზე და რაღაც არეულობის სცენარზე. ოთხი წლის განმავლობაში მათ უნიათობის და არეულობის მეტი არაფერი უკეთებიათ, საუბრობენ მხოლოდ ოპონენტებზე და არეულობაზე, მახსოვს ჭიკაიძის განცხადებები საბურავებზე, ის სტანდარტი იყო, ეს კაცი ყველაზე ლამაზად ამბობდა ამ სისულელეებს”- აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით ივანიშვილის შეფასება რომ “ნაციონალური მოძრაობისთვის” ეს ბოლო შემოდგომაა”, ისეთივე ტიპის განცხადებაა, რომელსაც ის წლების წინ აკეთებდა და ამბობდა, რომ “ენმ რადერებიდან გაქრებოდა, რაც საბოლოოდ არ მოხდა”.

“აბსურდის თეატრში ვართ გამუდმებით, ერთის მხრივ საფრთხე ვართ, მეორეს მხრივ კი 10 ადამიანს ვერ გავიყვანთ პარლამენტში. ეს არ არის საზოგადოების მთავარი პრობლემა, პრობლემა ის რომ 4 წელია ჰყავს ივანიშვილის ხელისუფლება ამ ბინძური ცილისწამებით ცხოვრობს”- დასძინა ბოკერიამ.

მისი თქმით, ივანიშვილის განცხადებები, რომ “კრიმინალი კარგადაა” და ეკონომიკა წინ მიდის, თუმცა მას ხალხი ვერ ხედავს” შეურაცხმყოფელია.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2”-მა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ტურავასა და სიჭინავას აცილების შუამდგომლობით მიმართა
შემდეგი სტატიალევან იზორია : თავდაცვის განვითარების სტრატეგიის მთავარი ამოცანაა, ქვეყანამ შეძლოს საფრთხეების შეყოვნება