როცა საღამოს ვხედავ ოჯახში ჩართულ ტელევიზორს , ვიცი, რომ იქ არ ახსოვთ ქრისტე…

დეკანოზი“ბოლო რამდენიმე საღამო ტელევიზორის (ჩართულის) თანამყოფობაში გავატარე. სახლში არ გვაქვს და, იმედი მაქვს, არც გვექნება, მაგრამ, დროდადრო, მიწევს სხვაგანაც ყოფნა. ეს რას უძლებს თურმე ჩვენი ხალხი! რამდენიმე საათის მანძილზე არც ერთი წამყვანი არხით არ გაჟღერებულა სიტყვა, რომელიც მისაღები იქნეოდა ადამიანისათვის, რომელსაც სურს არც აზროვნების უნარი დაკარგოს, არც სხვისი დაღეჭილ-გადამუშავებული ფაქტები ყლაპოს და არც ზნეობრივი საზომების არსებობის შესახებ დაივიწყოს. გაუთავებელი სერიალები – „ტელეღიპუცები“ დიდებისთვის (ინდურთა სიჩლუნგე კარცერში სასჯელად გამოდგება), თოქ-შოუს, ანუ უშედეგო კამათებისა და გნიასის სახით „მსჯელობა“ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, „თავისუფალი“ ჟურნალისტის „ნეიტრალიტეტი“, რომელიც მხოლოდ მამთმავლებს თუ ესალბუნებოდა, „ახალი ამბები“ სხვადასხვა სახელწოდებით, რომელთა პროპაგანდისტული და ტენდენციური პათოსი კომუნისტებსაც შეშურდებოდათ, „ცოდვის დიაცები“, რომელთაც ახლა ცნობად სახეებს უწოდებენ; არც ერთი შემეცნებითი არათუ გადაცემა – სიუჟეტიც კი… ყველაზე ცუდი კი – დაკარგული საღამო, რომელის გამოყენება შეიძლებოდა უახლოეს ადამიანებთა საურთიერთობოდ, საინტერესო თემებზე სასაუბროდ, უბრალოდ მოსაფერებლად. ეს დრო ეწირება რაღაცას, რასაც ჯოჯოხეთის ექოს თუ ვუწოდებ.
როცა საღამოს ვხედავ ოჯახში ჩართულ ტელევიზორს , ვიცი, რომ იქ არ ახსოვთ ქრისტე და ვერც ერთმანეთს აფასებენ. დასანანია, მტკივნეულია, რადგან დღეს თითქმის ყველა ოჯახი ასეა, – იქ მართლაც არ ახსოვთ ქრისტე!!! განსაკუთრებით, მათი გამკვირებია, ვისაც პატარა ბავშვები ყავს: ვის და რას უყუროებთ უკეთესს, უფრო ძვირფასს, უფრო საპასუხისმგებლოს? ვისი ამბები გაინტერესებთ უფრო, ვიდრე თქვენივე პატარების? მოისროლეთ ეს ოხრობა! ტელეარხების უმრავლესობა უკვე არასდროს ჩადგება ერის, ოჯახის სამსხაურში. ვისაც სურს, ინტერნეტით იმდენს გაიგებს, რასაც ტელევიზორით ვერასდროს ნახავს, დროც დაეზოგება და ოდნავ მაინც დაიცავს სულს. დაუთმეთ დრო ადამიანებს! გაიხსენეთ, რომ ყოველთის არ გეყოლებათ ისინი, ვისთანაც ერთი ოჯახი ხართ – რიგრიგობით ყველანი წავალთ, თან, უფრო ადრე, ვიდრე გვგონია. ნუ წირავთ ერთმანეს და ნუ ცვლით იმაზე, რისი ყურება პატიოსანი კაცისთვის შეურაცხმყოფელიც კი არის! თუ არადა, ნუ გაგიკვირდებათ, რომ ქვეყანაში გაუტანლობა, ანგარება, სიბინძურე მეფობს.
რაც დრო გადის, მით უფრო ვაფასებ ორუელის წინახედვას – ტელევიზია დღეს „დიდი ძმის“ თვალად და რუპორად იქცა.”

დეკ.ანდრია კემულარია

banner
წინა სტატიაში(video)რა გაუხსენა გოგი თოფაძემ ძმებ ბერძენიშვილებს
შემდეგი სტატიალევან ბერძენიშვილის პასუხი გოგი თოფაძეს