“როცა ქადაგიძე მკურნალობას ექვემდებარებოდა, არ უმკურნალეს”- მეჭიაური სებ-ის პრეზიდენტის შესახებ

მეჭიაურის კრიტიკის სამიზნე გიორგი ქადაგიძე კიდევ ერთხელ გახდა.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ გადაცემა „არჩევანში“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და გიორგი ქადაგიძის განცხადებებს არასერიოზული, თავად ქადაგიძეს კი ადეიშვილის ხელის ბიჭი უწოდა:
“ ჩვენი ბრალია, რომ თავს ამდენის უფლებას აძლევს. თავის დროზე, როცა ის მკურნალობას ექვემდებარებოდა, არ უმკურნალეს. ის იყო, არის და დარჩება ადეიშვილის ხელის ბიჭად. მისი განცხადებები კი არასერიოზული და კომიკურია. ამას ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებთ, ჩვენ რომ მას ამდენის უფლება მივეცით, როცა ჩაფლული იყო ათას სიბინძურეში და ჩვენ ეს ყველაფერი ვაპატიეთ ”- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

https://youtu.be/v7Y5dfk9ok4

banner
წინა სტატიაშიჩვენ გვაქვს ეკონომიკური ქაოსი – ზურაბ ჯაფარიძე
შემდეგი სტატიამთავრობა ყოველთვის განზე იდგა – რომან გოცირიძე