როცა დავალაგებთ ურთიერთობებს რუს და ქართველ სამართალდამცველ ორგანოებს შორის, შესაძლებელი იქნება საუბარი სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე-ლავროვი

ლავროვი: აშშ-მ სირიის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრაზე უარი განაცხადა

როცა დავალაგებთ ურთიერთობებს რუს და ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს შორის, სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე საუბარი შესაძლებელი იქნება-ეს განცხადება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.

ლავროვმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ურთიერთობები “ასე თუ ისე ნორმალიზდება”. მისი თქმით, მესამე ქვეყანა, რომელიც ქართულ საექსპორტო პროდუქციას ყიდულობს, რუსეთია. ლავროვი ამბობს, რომ ფართოვდება საავიაციო მიმოსვლის არეალი, მნიშვნელოვნად ლიბერალიზებულია სავიზო პოლიტიკა. რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეს საკმაოდ რთული საკითხია. ლავროვი ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლის საკითხი არამარტო დიპლომატიური ურთიერთობების არქონასთან, არამედ უსაფრთხოების საკითხებთანაც არის დაკავშირებული.

„რაც შეეხება საქართველოსთან ურთიერთობებს, ჩვენ კმაყოფილი ვართ, რომ ის ასე თუ ისე ნორმალიზდება. იზრდება ტვირთბრუნვა. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ თუ არ ვცდები მესამე ქვეყანა, რომელიც ქართულ საექსპორტო პროდუქციას ყიდულობს, რუსეთია. ფართოვდება საავიაციო მიმოსვლის არეალი. მნიშვნელოვნად ლიბერალიზებულია სავიზო პოლიტიკა. რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ეს საკმაოდ რთული საკითხია. ის დაკავშირებულია არამარტო დიპლომატიური ურთიერთობების არქონასთან, თუმცა ასეთ ურთიერთობების არქონის შემთხვევაში სავიზო რეჟიმის გაუქმება ცოტა უცნაურია. ეს ასევე დაკავშირებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან იმ პირობებში, როდესაც არამარტო ცენტრალური აზია, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ხდება მარშრუტი, რომლის გამოყენაბასაც აქტიურად ცდილობენ „ბოევიკები“, ექსტრემისტები, ტერორისტები და ნარკომოვაჭრეები. როცა დავალაგებთ სრულფასოვან ურთიერთობებს რუს და ქართველ სამართალდამცველ ორგანოებს შორის, რათა ამ რისკების მინიმალიზება მოვახდინოთ, ალბათ, შესაძლებელი იქნება საუბარი სავიზო რეჟიმის შემდგომ შემსუბუქებაზე. სამართალდამცველ ორგანოებს შორის ასეთი ურთიერთობების დარეგულირება დიპლომატიური კავშირის არარსებობის შემთხვევაში რთულია“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

banner
წინა სტატიაში„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები კარვებს შლიან და შიმშილობას იწყებენ
შემდეგი სტატია„მთავარია მამა გიორგის მძიმე ბრალდების წინაშე, ერი და ბერი სიმართლის მხარეს დადგეს“ – მეუფე პეტრე