რობერტ დე ნირომ მოსკოვში რესტორანი გახსნა…

ცნობილმა ჰოლივუდელმა კინოვარსკვლავმა რობერტ დე ნირომ, ასევე ცნობილ იაპონელ შეფ პოვართან ნობუ მაცუხისთან ერთად, Nobu-ს ქსელის – 1200 მ2 ფართის, ორსართულიანი რესტორანი გახსნა…

გავრცელებული ინფორმაციით, Nobu-ს ქსელის კიდევ ერთი რესტორანი მოსკოვში, დენიროს ბიზნეს-პარტნიორის, ნობუ მაცუხისის მიერ 2009 წელს იქნა გახსნილი.

მოსკოვში ,,კროკუს სითი მოლში,, ახალი რესტორნის პრეზენტაციაზე დე ნირომ ჯურნალისტების სეკითხვებს უპასუხა, სადაც პოლიტიკური დატვირთვის მქონე  განაცხადებაც გააკეთა… ,,ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, რომ დავა შეწყდეს… ჩვენ ერთად მუშაობა გვჭირდება,, განაცხადა მსახიობმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ წინააღმდეგი არ იქნებოდა, რომ ამერიკელი მოკრივის როი ჯინსის მსგავსად რუსეთის მოქალაქეობა მიეღო… თუმცა მის აზრით, ,,ამაზე ახლა ნაადრევია საუბარი,,

აღსანიშნავია, რომ დე ნირომ და მაცუხისმა Nobu-ს ქსელის პირველი რესტორანი 1994 წელს ნიურკში გახსნეს და ამჟამად ქსელს მსოფლიოს 28 დიდ ქალაქში  33 რესტორანი აქვს გახსნილი.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაში,,ისლამურმა სახელმწიფომ,, 200-მდე ხელ-ფეხ გაკოჭილი ბავშვი დახოცა… (VIDEO)
შემდეგი სტატიაფედერიკა მოგერინი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება