რისთვის უხდის ნოდარ ჯავახიშვილი ქუთაისელებს ბოდიშს?

მოგვიწევს ალბათ თუნდაც დროებით მაგრამ მაინც ამ გზის აღდგენა

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა ქუთაისელებს ბოდიში მოუხადა.

“ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რომ ეს არის მხოლოდ ნაწილი გზის. თუმცა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ვფიქრობ, ძალიან კარგი საქმე გააკეთა და მინდა მოგილოცოთ ეს პატარა მონაკვეთი,” – ასე მოუბოდიშა მინისტრმა ქუთაილსებს დღეს, ნიკეას ქუჩის გზის რეაბილიტირებული ნაწილის გახსნაზე. მინისტრმა, გზის სამუშაოების მიმდინარეობის ტემპის გამო, უკმაყოფილება გამოთქვა.

“დღეს ეს გზაც დავათვალიერე. არც აქ ვარ მანდამაინც კმაყოფილი ტემპებით, მაგრამ შევთანხმდით, რომ მაისის ნაცვლად პირველ აპრილს ჩაბარდება ეს გზაც და გვექნება შესძლებლობა კომფორტულად შემოვიდეთ მეორე დედაქალაქში,” – აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, ნიკეას ქუჩის დარჩენილი ნაწილის ავტობანთან მიერთების სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს და ის მომავალი წლის პირველ კვარტალში დასრულდება. ქუთაისში ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო. ნიკეას ქუცის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში 2, 2 კმ სიგრძის , სამზოლიანი გზის რეაბილიტაცია მოხდა. ამის გარდა, ქუჩაზე წყლის მილების განახლდა. პროექტი მსოფლიო ბანის დაფინანსებით 7 698 556 ათასი ლარი.

banner
წინა სტატიაში„გირჩი“ საარჩევნო ბარიერის ერთ პროცენტამდე დაწევის ინიციატივით გამოდის
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია მიმართვას ავრცელებს